ახალი ამბები

“ახლო მომავალში ვარაუდობენ რეაბილიტაციის დაწყებას” – კონსტანტინე გამსახურდია ცოტნეზე

24 თებერვალი, 2020 • 1925
“ახლო მომავალში ვარაუდობენ რეაბილიტაციის დაწყებას” – კონსტანტინე გამსახურდია ცოტნეზე

ცოტნე გამსახურდიას ძმა, კონსტანტინე გამსახურდია აცხადებს, რომ მისი ძმის მკურნალობა აქტიურ ფაზაშია და ექიმები რეაბილიტაციის დაწყებას ახლო მომავალში ვარაუდობენ.

კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, მისი ძმა კონტაქტურია და მიუხედავად საერთო მძიმე სურათისა, მდგომაროება კონტროლქვეშაა და არის გარკვეული პროგრესი:

„ მკურნალობა არის აქტიურ ფაზაში, ახლო მომავალში ვარაუდობენ რეაბილიტაციის დაწყებას. მდგომარეობა, რაც მთავარია, კონტროლქვეშაა, არის გარკვეული პროგრესი, მიუხედავად საერთო მძიმე სურათისა. ამის შემდეგ შევედით ცოტნეს პალატაში. მას თვალები ღია ჰქონდა, გვიყურებდა, თუმცა საუბარი არ შეეძლო ყელში ჩადგმული ტრაქეოსტომის გამო. როდესაც მარცხენა ხელში ხელი ჩავუდე და ვუთხარი, მომიჭირე- მეთქი, მან ხელი მომიჭირა, ასევე, ჩემს ძმასაც.

ანალოგიურად ოდნავ ამოძრავებდა მარჯვენა ხელის ერთ თითს და ფეხის ორ თითსაც, რაც გარკვეული წინსვლაა. დიდი მადლობა აჯიბადემის კლინიკის ექიმებს, აკეთებენ რა ყველაფერს საბოლოო შედეგის მისაღწევად. უნდა ითქვას, რომ კლინიკა მართლაც უმაღლესი სტანდარტისაა. ასევე დიდი მადლობა ქართულ სახელმწიფოს და მთავრობას, რომელსაც ამ საკითხში ერთი ნაბიჯითაც არ დაუხევია უკან“, – წერს კონსტანტინე გამსახურდია საკუთარ Facebook გვერდზე.


ცოტნე გამსახურდია გასული წლის 19 დეკემბერს თბილისში, თავის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, სავარაუდოდ, ბასრი იარაღით დაჭრეს. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მიიყვნეს, რამდენიმედღიანი მკურანლობის შემდეგ აუცილებელი გახდა გამსახურდიას თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაყვანა, სადაც ის გასული წლის 31 დეკემბერს მოათავსეს და ამ დრომდე გადის მკურნალობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი