ახალი ამბები

“დატოვოს საკრებულო ერეკლე კუხიანიძემ” – ხვალ საკრებულოსთან აქცია გაიმართება

15 დეკემბერი, 2019 • 1374
“დატოვოს საკრებულო ერეკლე კუხიანიძემ” – ხვალ საკრებულოსთან აქცია გაიმართება

ხვალ, 16 დეკემბერს საკრებულოს წევრის ერეკლე კუხიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართება. “დატოვოს საკრებულო კუხიანიძემ!” -ამ მოწოდებით საკრებულოსთან აქციას ალეკო ელისაშვილი და სამოქალაქო მოძრაობა გამართავს.

აქციის მიზეზი ერეკლე კუხიანიძის Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტია, სადაც ის ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ექიმის ოჯახს აკრიტიკებს. კუხიანიძე პროვოკატორს უწოდებს თავად ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილსაც, რომელიც რუსმა სამხედროებმა ერთ თვეზე მეტი ხსნის წინ დააკავეს და ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში ჰყავთ.

“ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც!”, – წერს ერეკლე კუხიანიძე ფეისბუკზე [სტილი დაცულია]

მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები, თქვენი დედაც! – საკრებულოს წევრი გაფრინდაშვილს

მასალების გადაბეჭდვის წესი