ახალი ამბები

4 დეპუტატი, რომლებმაც პროპორციული ჩააგდეს, თუმცა მანამდე რეფორმას FB-ზე აქებდნენ

15 ნოემბერი, 2019 • 4131
4 დეპუტატი, რომლებმაც პროპორციული ჩააგდეს, თუმცა მანამდე რეფორმას FB-ზე აქებდნენ

“ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 24 ივნისს საზოგადოებას პირობა მისცა, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდებოდა, რასაც ბევრი დეპუტატისგან დადებითი შეფასება მოჰყვა.

მათ შორის არიან ის მაჟორიტარებიც, რომლებიც ივანიშვილის განცხადების შემდეგ აქებდნენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივას, თუმცა კენჭისყრისას პროპორციულზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს.

ასეთი მაჟორიტარი მინიმუმ ოთხია: ნინო წილოსანი, კობა ლურსმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და დიმიტრი მხეიძე. ოთხივე მათგანმა პროპორციულზე კენჭისყრის დროს ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.  ამ 4 დეპუტატის მსგავსად, კენჭისყრაში მონაწილეობა კიდევ 33-მა დეპუტატმა არ მიიღო, რის შედეგაც კანონპროექტი ჩავარდა.

ოთხივე მათგანი 24 ივნისის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ამ დაპირებას დადებითად შეხვდა და შეაქო კიდეც. იხილეთ სქრინები მათი ფეისბუკ- გვერდიდან ↴

ამავე თემაზე:

“კაი სისტემაა მაჟორიტარული?! გურულების არ შეგრცხვა?“ – წილოსანს გურიაში აქციით დახვდნენ

ვინ არ დაუჭირა მხარი პროპორციულ არჩევნებს [სია]

მასალების გადაბეჭდვის წესი