ახალი ამბები

მივესალმებით საკონსტიტუციო რეფორმას საქართველოში – პომპეო

1 ივლისი, 2020 • 1470
მივესალმებით საკონსტიტუციო რეფორმას საქართველოში – პომპეო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დადებითად აფასებს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში პროპორციულთან მიახლოებული სისტემით ჩატარდება.

“ჩვენ მივესალმებით საქართველოში ამ კვირაში მიღებულ საკონსტიტუციო რეფორმას. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, პატივი სცეს ქართველი ხალხის სურვილსა და ასევე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დაპირებას, რაც გულისხმობს საერთაშორისოდ რეკომენდებული საარჩევნო რეფორმის მიღებასა და იმპლემენტაციას. წარმატებები მათ”, – თქვა მაიკ პომპეომ ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.


საქართველოს პარლამენტმა 29 ივნისს მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მიიღო, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული სისტემით ჩატარდება. კანონპრეოქტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღდეგი იყო.

კენჭისყრას არ ესწრებოდნენ “ევროპული საქართველოს” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები, რომლებიც მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ და ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.

ოქრუაშვილის საქმის გარემოებები მიუკერძოებლობაზე კითხვებს აღძრავს – ჰარცელი

მასალების გადაბეჭდვის წესი