ახალი ამბები

ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსისტეტს სახელი ოფიციალურად შეეცვალა

11 ნოემბერი, 2019 • 1335
ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსისტეტს სახელი ოფიციალურად შეეცვალა

“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი” – ასე ერქმევა ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს. პარლამენტის მიერ 4 ნოემბერს მიღებული ცვილებების მიხედვით, უნივერსიტეტის ძირითადად კვლევითი მიმართულებით იმუშავებს.

“უნივერსიტეტის მიზნებია: საქართველოში განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციის ეფექტიანი მოდელის არსებობის უზრუნველსაყოფად თანამედროვე სამეცნიერო თეორიული და ექსპერიმენტული ბაზის შექმნა. მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კადრების მომზადებისა და ინოვაციური ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა.”

კანონში შეტანილი ცვლილებებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შემდეგ მიმართულებებზე იქნება ფოკუსირებული:

  • უნივერსიტეტის პროფილური მიმართულებიდან გამომდინარე ფუნდამენტური კვლევების მიმართულებების განსაზღვრა და საერთაშორისო აღიარების მოპოვება
  • მკვლევართა მომზადება და მათთვის თანამედროვე სამეცნიერო-ექსპერიმენტული კვლევების განხორციელების პირობების შექმნა
  • ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა

უნივერსიტეტი ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება, თუმცა სასწავლებლი შემოსავალს მიიღებს ასევე სტუდენტებისგან, სხვადასხვა ორგანიზაციებისგან და სხვა. უნივერსიტეტის მმართველი ორგანოები აღმასრულებელი დირექტორი, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო და სამეცნიერო საბჭო იქნებიან.  უნივერსიტეტს ზედამხედველობას მთავრობაც გაუწევს. მეტიც, წელიწადში ერთხელ აღმასრულებელი დირექტორი ვალდებული იქნება საქმიანობის ანგარიში მთავრობას წარუდგინოს.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტი 2016 წლის სექტემბერში წარადგინა. პრემიერის პრესსამსახური იუწყებოდა, რომ საუნივერსიტეტო ქალაქი 140 ჰექტარზე აშენდება და 60 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი. პროექტის მშენებლობას ფონდი “ქართუ” სრულად აფინანსებს.

თავდაპირველად დაანონსებული იყო, რომ უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს 2019 წლის სექტემბერში მიიღებდა, თუმცა მშენებლობის დასრულების დაგვიანების გამო ვადამ 2020 წლამდე გადაიწია. უნივერსიტეტი რომ 2020 წლიდან დაიწყებს სტუდენტების მიღებას, ამის შესახებ რამდენიმე თვის წინ ბიძინა ივანიშვილმაც განაცხადა. ივანიშვილის თანახმად, ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის პროექტი მოიცავს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამის საერთაშორისო კვლევით ტექნოლოგიურ ცენტრს და ჯანდაცვის საერთაშორისო ცენტრს, რომელთაც დღეს საქართველოში ანალოგი არ გააჩნია და ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯია.

მასალების გადაბეჭდვის წესი