გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა. მასთან ერთად ვიზიტში მონაწილეობენ გერმანული თავდაცვითი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები.
მოსალოდნელია, რომ მერცი უკრაინის დედაქალაქში ვიზიტისას გამოყოფს 1 მილიარდ ევროს სამხედრო დახმარების სახით და 350 მილიონ ევროს ენერგოსისტემის აღდგენისთვის.
ასევე მოსალოდნელია ორ ქვეყანას შორის დრონების ერთობლივი წარმოების შესახებ შეთანხმების საბოლოო გაფორმება.
„უკრაინა გადამწყვეტი კვირების წინაშე დგას. სწორედ ამიტომ გავემგზავრე დღეს კიევში გზავნილით: შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ. გერმანიის უსაფრთხოებაც ამ ომის შედეგზეა დამოკიდებული“, – განაცხადა მერცმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ვიზიტი იმ ფონზე იმართება, რაც რუსეთმა ბოლო დღეებში ინტენსიური დარტყმები მიაყენა კიევის გარშემო არსებულ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, მათ შორის ორ მსხვილ ხიდს.
