ახალი ამბები

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროგრამები ზაფხულში მზად იქნება – ბატიაშვილი

7 თებერვალი, 2019 • 1618
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროგრამები ზაფხულში მზად იქნება – ბატიაშვილი

განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინფორმაციით, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები ზაფხულის განმავლობაში ან უფრო მალე უკვე მზად იქნება. ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, როგორც მინისტრმა პარლამენტში განაცხადა, ზაფხულის ბოლოს აქტიურად დაიწყება მშენებლობა.

“ფაქტობრივად დასრულებულია სასწავლო პროგრამების შემუშავება. როგორც ვიცი, პარალელურად მიმდინარეობს კამპუსის მშენებლობაც. ზაფხულის განმავლობაში ან უფრო ადრეც საბოლოოდ უნდა დასრულდეს სასწავლო პროგრამები. პარალელურად, უნდა დასრულდეს ის პროგრამები, რომლებიც მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) ერთად შემუშავდება. TUM-ის პროფესორების ჩართულობით, მათ მიერ შემუშავებული პროგრამის მიხედვით, გაეშვება როგორც სასწავლო პროგრამები, ასევე, დაიგეგმება ლაბორატორიები და ინფრასტრუქტურა. თუმცა, როგორც ვთქვი, ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს და ის ტექნიკური დეტალები, რომლებიც სჭირდება ასეთი საკითხების განხილვას, ზაფხულის ბოლოდან უფრო აქტიურად დაიწყება”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

  • საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტი 2016 წლის სექტემბერში წარადგინა.
  • 2017 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაფუძნდებოდა.

არქივიდან:

როგორი იქნება ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაფუძნდება

მასალების გადაბეჭდვის წესი