ახალი ამბები

გომელაური: ვერ წარმომიდგენია, საერთოდ ვინმემ განიხილოს პატრიარქის გადაყენება-არგადაყენება

30 ოქტომბერი, 2019 • 956
გომელაური: ვერ წარმომიდგენია, საერთოდ ვინმემ განიხილოს პატრიარქის გადაყენება-არგადაყენება

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ საერთოდ არ გამართულა შეხვედრა, რომლის შესახებაც ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი საუბრობს. სასულიერო პირის თქმით, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობისას გაიმართა შეხვედრა კვირიკაშვილის კაბინეტში, რომელსაც ესწრებოდნენ ვახტანგ გომელაური და ამჟამინდელი პრემიერი გიორგი გახარია. როგორც ეპისკოპოსი ირწმუნება, თანამდებობის პირებმა მისგან ილია მეორის საპატრიარქო ტახტიდან გადაყენებაში დახმარება ითხოვეს.

“უდიდეს პატივს ვცემ უწმინდესს, არა მარტო მე, მთელი ჩვენი გუნდი და მე ვფიქრობ, მთელი  საქართველო. ეს თემა, საერთოდ, ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმემ განიხილოს. ჩემზე არ ვამბობ, საერთოდ, ვინმემ რომ განიხილოს ეს თემა – პატრიარქის გადაყენება-არგადაყენება”, – უთხრა გომელაურმა ჟურნალისტებს დღეს, 30 ოქტომბერს,

მისი თქმით, შეხვედრა, რომელზეც ეპისკოპოსი იაკობი საუბრობს, არ გამართულა და ასეთ შეხვედრაზე არ ყოფილა.

გენერალური პროკურორი: მეუფე იაკობის განცხადებაზე გამოძიება არ დაიწყება

მასალების გადაბეჭდვის წესი