ახალი ამბები

გენერალური პროკურორი: მეუფე იაკობის განცხადებაზე გამოძიება არ დაიწყება

30 ოქტომბერი, 2019 • 1229
გენერალური პროკურორი: მეუფე იაკობის განცხადებაზე გამოძიება არ დაიწყება

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ დღეს, 30 ოქტომბერს, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მეუფე იაკობის განცხადების საფუძველზე გამოძიება არ დაიწყება.

„ინფორმაციაზე, რომელიც რეალობას არის მოკლებული, ბუნებრივია გამოძიება არ უნდა დაიწყოს. ეს კანონით არის განსაზღვრული, ამ სახის ინფორმაციაზე გამოძიება არასოდეს, არცერთ ქვეყანაში არ იწყება“, – განაცხადა თადუმაძემ.

მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს ტელეკომპანია “პირველს” განუცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობისას მის კაბინეტში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ თავად გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის იმდროინდელი უფროსი ვახტანგ გომელაური (ახლანდელი შს მინისტრი) და ასევე ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. როგორც მეუფე იაკობი ირწმუნება, თანამდებობის პირებმა მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარება სთხოვეს. სასულიერო პირის განცხადებით, აღნიშნულს ბიძინა ივანიშვილის დავალებით აკეთებდნენ.

აღნიშნულ ბრალდებას იმ დღესვე გამოეხმაურა პრემიერი გიორგი გახარია და მას სისულელე უწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი