ახალი ამბები

რეფინანსირების განაკვეთის ზრდა უახლოეს 6 თვეში ეკონომიკის განვითარებას შეაფერხებს – გახარია

23 ოქტომბერი, 2019 •
რეფინანსირების განაკვეთის ზრდა უახლოეს 6 თვეში ეკონომიკის განვითარებას შეაფერხებს – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ეროვნული ბანკის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, რეფინანსირების განაკვეთი კიდევ გაიზრდა და, შესაბამისად, ლარში გაცემულ სესხებზე პროცენტი გაიზარდა, შეაფერხებს ეკონომიკის განვითარებას.

“ეროვნული ბანკის ძირითადი მიზანი გახლავთ ინფლაციის ტარგეტირება. ეროვნული ბანკი თავის მანდატში ახორციელებს გარკვეულ ღონისძიებებს. რა თქმა უნდა, ეს არის მაკროეკონომიკის ლოგიკა, რომ ეს უახლოეს 6 თვეში შეაფერხებს ეკონომიკის ზრდას. თუმცა ინფლაციაც არის ჩვენი ეკონომიკის გამოწვევა და ეროვნულ ბანკს აქვს თავისი მანდატი, რომელშიც უნდა იმოქმედოს. ჩვენი, როგორც მთავრობის პოზიციაა, მაქსიმალური ეკონომიკური ზრდა, მაქსიმალური სამუშაო ადგილები და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება”, – თქვა გიორგი გახარიამ.

რეფინანსირების განაკვეთი 1 პუნქტით, 8.5 პროცენტამდე გაიზარდა. შედეგად, 100 ათასზე მეტ ადამიანს სესხის პროცენტი გაეზარდა.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 23 ოქტომბერს კვლავ გაზარდა

მასალების გადაბეჭდვის წესი