ახალი ამბები

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი: ქურთები სირიელებთან და რუსებთან ერთად კონტრიერიშს აპირებენ

13 ოქტომბერი, 2019 • 2917
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი: ქურთები სირიელებთან და რუსებთან ერთად კონტრიერიშს აპირებენ

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, მარკ ესპერმა გადაცემა CBS-თან საუბარისას განაცხადა, რომ, რომ ქურთები, სირიელებთან და რუსებთან ერთად, კონტრიერიშს ამზადებენ.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში, გავიგეთ, რომ სირიის დემოკრატიული ძალები (რომელსაც ხელმძღვანელობს ქურთული „ხალხთა დაცვის რაზმები“) აპირებს, სირიელებთან და რუსებთან შეთანხმებას მიაღწიოს და თურქეთის წინააღმდეგ ჩრდილოეთით კონტრიერიში განახორციელოს,“ – თქვა მან. 

გარდა ამისა, ესპერმა განმარტა, რომ მათთვის ცნობილი ბოლო ინოფმრაციით, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ თურქები თავდაპირველ გეგმას გადაუხვევენ და უფრო სამხრეთით წავლენ და დასავლეთისკენაც აიღებენ გეზს. 

ამასთანავე, ამერიკის შეერთებული შტატების ჯარის კონტინგენტი, რომელიც დღემდე ჩრდილოეთ სირიაში ან ახლო მდებარე რეგიონებში, კონფლიქტის ზონას დატოვებს; ესპერის თქმით, თავდაცვის სამინისტრო „ემზადება ჩრდილოეთ სირიისთვის დაახლოებით 1000 ჯარისკაცის ევაკუაციისთვის“. მისივე თქმით, ევაკუაციამ უნდა ჩაიაროს „რაც შეიძლება მალე“.

9 ოქტომბერს თურქეთმა სამხედრო მოქმედებები დაიწყო ჩრდილოეთ სირიაში. შედეგად, დაეცა თურქული ლირის კურსი, ხოლო აშშ თურქეთს სანცქიებით დაემუქრა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი