ახალი ამბები

ჩვენ არ გავალთ სირიიდან, სანამ სხვა ქვეყნები არ დატოვებენ მას – ერდოღანი

9 ნოემბერი, 2019 • 1029
ჩვენ არ გავალთ სირიიდან, სანამ სხვა ქვეყნები არ დატოვებენ მას – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ის არ აპირებს სირიიდან ჯარების გამოყვანას, სანამ სხვა ქვეყნებიც არ დატოვებენ სირიის ტერიტორიას. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი არ დატოვებს სირიის ტერიოტრიებს, სანამ უკანასკნელი ტერორისტები არ გავლენ რეგიონიდან. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

თურქეთმა სამხედრო ოპერაციები ჩრდილოეთ სირიაში ოქტომბერში დაიწყო. აშშ-სა და რუსეთს შორის დადებული შეთანხმების შემდეგ, თურქეთმა ქურთების წინააღმდეგ სამხედრო შეტევა შეაჩერა, სანაცვლოდ კი ქურთ მებრძოლებს “უსაფრთხო ზონა” უნდა დაეტოვებინათ.

მას შემდეგ, რაც ამერიკის და რუსეთის წარმოამდგენლებმა დაადასტურეს, რომ ქურთმა მებრძოლებმა ტერიტორიები დატოვეს, ხუთშაბათს ერდოღანმა ვაშინგტონი და მოსკოვი პირობის შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.

თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო შეტევა დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი