ახალი ამბები

აშშ თურქეთს ფინანსური სანქციებით ემუქრება

11 ოქტომბერი, 2019 •
აშშ თურქეთს ფინანსური სანქციებით ემუქრება

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა თეთრ სახლში პრესკონფერენცია გამართა და თურქეთი შესაძლო სანქციების შესახებ გააფრთხილა. ამის შესახებ „CBS News“ წერს.

„საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია თურქული ეკონომიკა მიწასთან გავასწოროთ“ ,– განაცხადა მნუჩინმა, თუმცა ისიც დაამატა, რომ ამ ეტაპზე აშშ სანქციების დაწესებას არ აპირებდა, მაგრამ პრეზიდენტმა მისცა ნება, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ნაბიჯები გადაედგა.

მნუჩინის თქმით, სანქციები „ძალიან ძლიერია“ და იმედი აქვს, რომ „მათი გამოყენება საჭირო არ გახდება“.

9 ოქტომბერს თურქეთმა ჯარი შეიყვანა ჩრდილოეთ სირიაში. მანამდე რეგიონი, ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-ის სამხედრო კონტინგენტმა დატოვა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი