ახალი ამბები

“სილის გაწვნა საზოგადოებისთვის” – ბოკერია გახარიას პრემიერობაზე

3 სექტემბერი, 2019 • 1464
“სილის გაწვნა საზოგადოებისთვის” – ბოკერია გახარიას პრემიერობაზე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენისთვის ბიძინა ივანიშვილი პასუხს არჩევნებზე მიიღებს.

ბოკერია ასევე მიიჩნევს, რომ დისკრედიტირებული შინაგან საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრის პრემიერად დასახელება საზოგადოებისთვის სილის გაწვნაა.

“ეს არის სილის გაწვნა საზოგადოებისთვის. ამით ივანიშვილმა აჩვენა, რომ მას არ აინტერესებს, ჩვენ რას ვფიქრობთ მის ნაბიჯებზე. ასეთ დაძაბულ ვითარებაში სპეციალურად გადადგა ნაბიჯი აბსოლუტურად დისკრედიტირებული, პოლიტიკურად გარდაცვლილი ფიგურის, მარიონეტ პრემიერ-მინისტრად დაყენების თაობაზე. ეს საზოგადოებასთან პოლიტიკური ომის გამოცხადებას ნიშნავს. ეს ფაქტი ასევე მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ივანიშვილისა და ამ ხელისუფლების მმართველობის დასრულება… ის არჩევნებზე ამ თავხედობაზე პასუხს მიიღებს”, – აცხადებს ბოკერია.

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში დღეს, 3 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ პრემიერობის ახალი კანდიდატი მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი