ახალი ამბები

რეჟიმი შეცვლა ივანიშვილის ფრაზების გადამღერებით ვერ მოხდება – ბოკერია ხაზარაძეზე

23 ნოემბერი, 2023 •
რეჟიმი შეცვლა ივანიშვილის ფრაზების გადამღერებით ვერ მოხდება – ბოკერია ხაზარაძეზე

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია გამოეხმაურა პარტია „ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის Facebook-ის პოსტს, სადაც ის აღნიშნავს, რომ „შუა უნდა შეიკრიბოს“.

გიგა ბოკერიას თქმით, ყველა პროდასავლურ ძალას პირველ რიგში სათითაოდ გაძლიერება სჭირდება, რადგან შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და პროდასავლურ პარტიებს ჯამი აქვთ გასაზრდელი.

„ეს რეჟიმი შეიცვლება მხოლოდ შინაარსზე ფოკუსირებითა და მოლაქეებთან პირდაპირი კონტაქტით, რასაც „ევროპული საქართველო“ აკეთებს. ეს ვერ მოხდება ივანიშვილის ფრაზების გადამღერებითა და მუდმივად იმაზე სპეკულირებით, თუ ვინ ვისთან გაერთიანდება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.


გუშინ, 22 ნოემბერს, „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ Facebook-ზე დაწერა, რომ „შუა უნდა შეიკრიბოს!“

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა 2011 წელს განაცხადა, რომ „შუა უნდა გაიკრიფოს“ და ყველამ ზუსტად გაარკვიოს, მას უჭერს მხარს თუ — სააკაშვილს.

„ჩემთვის პრინციპულია, მოხდეს პოლარიზება“, — თქვა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი