ახალი ამბები

ესტონეთი გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების ქმედებებს გმობს

19 აგვისტო, 2019 • 990
ესტონეთი გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების ქმედებებს გმობს

ესტონეთი სოფელ გუგუტიანთკარში რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებებს გმობს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე წერს.

“დღეს ვესაუბრე სალომე ზურაბიშვილს, რათა დამედასტურებინა, რომ ესტონეთი გმობს მიმდინარე ბორდერიზაციას საქართველოსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის. საერთაშორისო საზოგადოება არ დაივიწყებს საქართველოს ნაწილობრივ ოკუპაციას”, – წერს ის.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვა 7 აგვისტოს დაიწყეს.

დღესვე, აღნიშნულ პროცესს ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიც გამოეხმაურა.  მისი თქმით, ნატო ცნობს საქართველის მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აგრძელებს მოწოდებას მსგავსი უკანონო მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე.

ეს არალეგიტიმურია – აპატურაი გუგუტიანთკარში “საზღვრის” გავლებაზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი