ახალი ამბები

საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციას – ესტონეთის საგარეო „რუსულ კანონზე“

4 აპრილი, 2024 • 541
საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციას – ესტონეთის საგარეო „რუსულ კანონზე“

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება „ქართული ოცნების“ მიერ „რუსული კანონის“ დაბრუნებას და აცხადებს, რომ ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციას.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება უცხოელი აგენტების შესახებ კანონის პროექტის ხელახლა შემოტანის შესახებ, თუნდაც სხვა სახელით, სრულიად ეწინააღმდეგება იმ 9 ნაბიჯს, რაც ევროკავშირმა მისცა საქართველოს კანდიდატის სტატუსთან ერთად. ის საფრთხეს უქმნის საქართველოს შემდგომ ევროინტეგრაციას“, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


„ქართულმა ოცნებამ“ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი პარლამენტში ისევ დააინიციირა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ” 3 აპრილს დაარეგისტრირა პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც გასულ წელს „ხალხი ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავდება მხოლოდ ფორმალურად, ტერმინით — ახალ ვერსიაში „უცხოური გავლენის აგენტის“ ნაცვლად წერია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში, ფაქტობრივად, გააქრო ყველა მედიასაშუალება და ორგანიზაცია, რომელიც არ ექვემდებარებოდა კრემლს.

მასალების გადაბეჭდვის წესი