ახალი ამბები

ეს არალეგიტიმურია – აპატურაი გუგუტიანთკარში “საზღვრის” გავლებაზე

19 აგვისტო, 2019 • 1411
ეს არალეგიტიმურია – აპატურაი გუგუტიანთკარში “საზღვრის” გავლებაზე

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში  საუკუპაციო ხაზზე მავთულხართების მონტაჟის პროცესს ეხმაურება.

აპატურაის თქმით, ნატო ცნობს საქართველის მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აგრძელებს მოწოდებას მსგავსი უკანონო მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე.

“საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე ფაქტო ხელისუფლებამ განაახლა ღობეების გავლება და გადაადგილება ქართულ სოფელ გუგტიანთკარში. ეს ქმნის დამატებით სირთულეებს, ადამიანები წყდებიან საკუთარ მიწას, ოჯახს და მეგობრებს. ეს, ასევე, არალეგალურია”, – წერს აპატურაი ფეისბუკზე თავის ოფიციალურ გვერდზე.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვა 7 აგვისტოს დაიწყეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი