ახალი ამბები

პრაიდის კვირეულის ფარგლებში სპექტაკლმა ექსცესების გარეშე ჩაიარა – თბილისი პრაიდი

19 ივნისი, 2019 • 1151
პრაიდის კვირეულის ფარგლებში სპექტაკლმა ექსცესების გარეშე ჩაიარა – თბილისი პრაიდი

“თბილისი პრაიდის” ინფორმაციით, პრაიდის კვირეული უკვე დაიწყო. დღეს გაიმართა სპექტაკლი – “კავკასიური მეტამორფოზა”, რომელიც, ორგანიზატორების ცნობით, წარმატებით და ექსცესების გარეშე დასრულდა.

“არსებული რისკების მიუხედავად ღონისძიებას ასზე მეტი ადამიანი დაესწრო. მადლობა მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის მამაცო ადამიანებო! ერთად ჩვენ შევცვლით”, – აცხადებს თბილისი პრაიდი.

თბილისში, ივნისში დაგეგმილი პრაიდის ორგანიზატორებს მუქარით უპასუხეს ჰომოფობიურმა ჯგუფებმა, რომელთა ერთ-ერთი ლიდერია ბიზნესმენი ლევან ვასაძე. ხელისუფლებამ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირით ადრე თქვა, რომ ის პრაიდის ორგანიზატორებს უსაფრთხოების გარანტიას ვერ მისცემდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი