• ახალი ამბები
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • კომენტარი
  • ხელოვნება
  • სამხრეთ კავკასია
  • ბლოგები
  • ბათუმელები
  • RU
Skip to content
Netgazeti

Netgazeti

ნეტგაზეთი

მხარდაჭერა
დაგვამატე Google-ში
  • ახალი ამბები
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • კომენტარი
  • ხელოვნება
  • სამხრეთ კავკასია
  • ბლოგები

ბათუმელები| RU

Posted inახალი ამბები

ბერლინში გამართულ Pride-ზე ავტომობილი ხალხში შევარდა | დაიღუპა ერთი, დაშავდა 16 ადამიანი

26.07.202626.07.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

გუშინ, 25 ივლისს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, Pride-ის ღონისძიებაზე ავტომობილი ხალხში შევარდა. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 16. მათგან სამი სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაშია.

შემთხვევა შაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 22:00 საათზე, მოხდა. პოლიციამ ეჭვიმატინილად 21 წლის აბდულ ბ. დაასახელა. პოლიციის განცხადებით, თავდასხმაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა შემთხვევის შემდეგ ავტომობილიდან, სავარაუდოდ, ერთი ან რამდენიმე პირი გაიქცა.

გერმანიის ხელისუფლებამ აბდულ ბ.-ზე ძებნა მთელ ბერლინში გამოაცხადა. მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ ეჭვმიტანილი შესაძლოა შეიარაღებული და განსაკუთრებით საშიში იყოს.

როგორც გამოცემა Guardian იუწყება, ეჭვმიტანილი სამართალდამცველებისთვის უკვე ცნობილი პირია, მათი ინფორმაციით, ის ბერლინში მოქმედ ისლამისტურ წრეებთან არის დაკავშირებული. თუმცა, პოლიცია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე თავდასხმის მოტივის, მოვლენების ზუსტი ქრონოლოგიისა და ეჭვმიტანილის როლის შესახებ საბოლოო შეფასებები ჯერ არ არსებობს.

ინციდენტის შემდეგ Christopher Street Day-ის ორგანიზატორებმა, რომლის ფარგლებშიც Pride  გაიმართა, გააუქმეს ყველა დაგეგმილი ღონისძიება.

ინციდენტს ეხმიანება გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერციც:

“რა საშინელი დანაშაული მოხდა ბერლინში. ასობით ათასი ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მშვიდობიანად აღნიშნავდა Christopher Street Day-ს. ისინი შეიკრიბნენ, რათა ერთმანეთის მიმართ სიკეთე და ტოლერანტობა გამოეხატათ. ეს ჩვენს საზოგადოებაზე თავდასხმაა.”

“ჩვენ ვართ ღია და თავისუფლებისმოყვარე საზოგადოება, ამ ღირებულებებს შევინარჩუნებთ და დავიცავთ. ეს დანაშაული სრულად იქნება გამოძიებული და დამნაშავეებს უმკაცრესი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ჩემი ფიქრები დაღუპულისა და დაზარალებულების ოჯახებისკენაა მიმართული. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მადლობას ვუხდი ყველა მაშველსა და საგანგებო სამსახურების თანამშრომელს,“ -დაწერა მერცმა სოციალურ ქსელ X-ზე.


Christopher Street Day ბერლინში ყოველწლიურად იმართება და 1969 წელს ნიუ-იორკის Stonewall Inn-ში განვითარებულ მოვლენებს ეძღვნება, რომლებიც თანამედროვე ლგბტქ+ უფლებების მოძრაობის დასაწყისად მიიჩნევა. ქალაქის მონაცემებით, წლევანდელ ღონისძიებას დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი უნდა დასწრებოდა.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ბერლინი, ლგბტქი პრაიდი

ახალი ამბები

  • ჰერჩინსკი: დიალოგი შინაარსისგან „ქართულმა ოცნებამ“ დაცალა
  • საქართველო ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზეა — კალასი
  • რა წერია საქართველოს შესახებ გაფართოების კრიტიკულ ანგარიშში
  • ბიზნეს-ცენტრის შენობიდან, სადაც ხანძარი იყო, „ფორმულას“ ჟურნალისტები გამოიყვანეს
  • „ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა – საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • შენობაში, სადაც „ფორმულაა“, ხანძარია, რის გამოც მაუწყებლობა შეწდა
ასევე:
  • სალიომ უარი თქვა ბერლინში საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობაზე სალიომ უარი თქვა ბერლინში საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობაზე
  • ბერლინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებას კობახიძეც დაესწრება ბერლინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებას კობახიძეც დაესწრება
  • ფერმერებმა სუბსიდირების გაუქმება ბერლინში ტრაქტორებით გააპროტესტეს ფერმერებმა სუბსიდირების გაუქმება ბერლინში ტრაქტორებით გააპროტესტეს
  • ბერლინში სინაგოგას მოლოტოვის კოქტეილებით თავს დაესხნენ ბერლინში სინაგოგას მოლოტოვის კოქტეილებით თავს დაესხნენ

  • 04.11.2026 ჰერჩინსკი: დიალოგი შინაარსისგან „ქართულმა ოცნებამ“ დაცალა
  • 04.11.2026 საქართველო ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზეა — კალასი
  • 04.11.2026 რა წერია საქართველოს შესახებ გაფართოების კრიტიკულ ანგარიშში
  • 04.11.2026 ბიზნეს-ცენტრის შენობიდან, სადაც ხანძარი იყო, „ფორმულას“ ჟურნალისტები გამოიყვანეს
  • 04.11.2026 „ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა – საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 04.11.2026 შენობაში, სადაც „ფორმულაა“, ხანძარია, რის გამოც მაუწყებლობა შეწდა
  • Facebook
  • Instagram
  • Bluesky
  • TikTok
  • YouTube
  • LinkedIn
  • X
  • Telegram

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • კომენტარი
  • ხელოვნება
  • სამხრეთ კავკასია
  • ბლოგები

თემები

  • სინდისის პატიმრები
  • საპროტესტო აქციები
  • ომი უკრაინაში
  • რეპრესიული კანონები
  • ევროკავშირი და საქართველო
  • სამხრეთ კავკასია

© 2026 Netgazeti Powered by Newspack ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
Go to mobile version