ახალი ამბები

რუსეთის დელეგაციას თბილისში საპროტესტო აქციით დახვდნენ [ფოტო/ვიდეო]

19 ივნისი, 2019 • 1917
რუსეთის დელეგაციას თბილისში საპროტესტო აქციით დახვდნენ [ფოტო/ვიდეო]

რუსეთის დელეგაციას, რომელიც თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე დასასწრებად ჩამოვიდა, სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან საპროტესტო აქციით ხვდებიან.

აქციის ორგანიზატორია სამოქალაქო მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტია”.

ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ასამბლეის გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად ცერემონიების სასახლეში მივიდა საპატრიარქოს პრესმდივანი ანდრია ჯაღმაიძე. აქციის მონაწილეობმა მას მოუწოდეს, დაეგმო რუსეთი.

“სირცხვილი – რასაც აკეთებთ”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

სიტყვიერი დაპირისპირება იყო საქართველოს პარლამენტის ორ დეპუტატთანაც.

რუსეთის დელეგაცია, დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით, საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია თბილისში 19-22 ივნისს იმართება.

ამავე თემაზე:

რუსი დეპუტატები თბილისში დაგეგმილ ასამბლეაზე და ოპოზიციის ბოიკოტი

მასალების გადაბეჭდვის წესი