ახალი ამბები

19-22 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა გაიმართება

11 ივნისი, 2019 • 1892
19-22 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა გაიმართება

19-22 ივნისს თბილისში 26-ე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეა გაიმართება.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა. გენერალური ასამბლეის თემა იქნება “პარლამენტარიზმის წვლილი თანამედროვე სოციალურ და პოლიტიკური მოვლენების გააზრებაში”, ღონისძიებაში კი 23 ქვეყნიდან დეპუტატები მიიღებენ მონაწილეობას .

“მოგეხსენებათ, საქართველო არის მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ტრადიციის მატარებელი ქვეყანა. ჩვენი ქვეყანა გაერთიანებულია რამდენიმე საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში, მათ შორის, მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში. ჩვენი ყველას ერთად მცდელობით (ოპოზიციასაც არ უნდა დავუკარგოთ წვლილი, ვინაიდან ისინიც გვეხმარებოდნენ), შევძელით, რომ 26-ე გენერალური ასამბლეა შედგება თბილისში 19-22 ივნისს”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

მან დეპუტატები ამ საერთაშორისო ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.  ზაქარია ქუცნაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველო გამოიყენებს აღნიშნულ ფორუმს ცნობადობის გაზრდისთვის, რელიგიური ტურიზმის განვითარებისთვის და ქრისტიანულ სამყაროში მტრის მიერ ჩადენილი ქმედებების წარმოსაჩენად.

მასალების გადაბეჭდვის წესი