ახალი ამბები

ლიეტუვას უშიშროება: სახიფათოა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მონაწილეობა

6 ოქტომბერი, 2019 •
ლიეტუვას უშიშროება: სახიფათოა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მონაწილეობა

“პოლიტიკოსების მონაწილეობა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში რისკ ფაქტორია”, – განაცხადა ვაიდოტას მაჟეიკამ, ლიეტუვას სახელწიფო უსაფრთოების სამსახურის უფროსის მოადგილემ.

“ეს არის საპარლამენტო ფორუმი, რომელიც, ჩვენი რწმენით, გამოიყენება საერთაშორისო პოლიტიკის მიზნებისთვის. ჩვენი აზრით, კანონმდებლების მონაწილეობა ამ ფორმატის შეხვედრაში, შეიცავს რისკებს”.

ლიეტუვას სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის ხელმძღვანელის ეს განცხადება ლიეტუვას საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აგვისტოში გაავრცელა, როცა ქვეყანაში დისკუსიის საგანი იყო საქართველოში გამართული მართლმადიდებლობის საპარლამენტაშორისო ასამბლეა, რომელშიც რუსეთის დუმის დეპუტატი მონაწილეობდა და საქართველოში მასობრივი დემონსტრაციის, მისი დარბევის და მრავალდღიანი აქციების საფუძველი გახდა.

ლიეტუვაში დისკუსიის საბაბი ამ ასამბლეაში ლიეტუველი დეპუტატის მონაწილეობა გახდა. ზემოთმოყვანილი განცხადება ლიეტუვის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა გააკეთა პარლამენტის დახურულ საკომიტეტო მოსმენაზე, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხებს შეეხებოდა.

ლიეტუვას საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, საკომიტეტო მოსმენა ოპოზიციის წარმომადგელების ინიციატივით გაიმართა და საუბარი ეხებოდა ლიეტუვას პარლამენტის წევრ ირინა როზოვას მონაწილეობას თბილისში გამართულ მართლმადიდებლობის საპარლამენტაშორისო ასამბლეას.

როზოვა არის რუსული ალიანსის წევრი.

სწორედ ლიეტუვას უსაფრთოების სამსახურის განცხადებით უპასუხა 5 ოქტომბერს “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა ზაქარია ქუცნაშვილს და საქართველოს სახელწიფო უსაფრთოების სამსახურს მიმართა:

„გამომდინარე იქიდან რომ ნატოს წევრო ორი სახელმწიფოს უშიშროების სამსახური ღიად მიიჩნევს ამ ფორუმში მონაწილეობას რისკ ფაქტორად, მივმართავ სუსს კითხვით შეისწავლა თუ არა ეს საკითხი, და გამოკითხა თუ არა ქართული ოცნების ის დეპუტატები, რომლებიც ასამბლეის სხდომაში იღებდნენ მონაწილეობას მათი კონტაქტების შესახებ რუსეთის დუმის იმ წევრებთან რომლებიც შესაძლოა ჯაშუშური საქმიანობით ყოფილიყვნენ დაკავებული. თუკი ამ ფორუმში მონაწილეობა უსაფრთხოების რისკია ლიტვის პარლამენტის წევრისთვის, განა ეს საქართველოს პარლამენტის წევრისთვის ეს ასე არ არის? ვფიქრობ სუსმა აუცილებლად უნდა გააკეთოს განმარტება,“ – აღნიშნა კანდელაკმა 5 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი