ახალი ამბები

“საზოგადოებრივი წესრიგი ირღვევა და სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას უნდა საჭიროებდეს”

14 ივნისი, 2019 • 1246
“საზოგადოებრივი წესრიგი ირღვევა და სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას უნდა საჭიროებდეს”

სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, ომბუდსმენის წარმომადგენლები  კანცელარიასთან აკვირდებიან, რამდენად ართმევს სახელმწიფო თავს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოვალეობას.

“სამართალდამცველების პოზიცია, ბუნებრივია, მარტივია და ის ეფუძნება კონსტიტუციას. აქ მყოფ ადამიანებს აქვთ იმის უფლება, რომ შეიკრიბონ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ მშვიდობიანად. ამაში თუ სახელმწიფო დახმარება იქნება საჭირო იმ თვალსაზრისით, რომ თუ ვინმე შეუქმნის მათ საფრთხეს, სახელმწიფომ უნდა დაიცვას. მე და ჩემი კოლეგებიც აქ იმიტომ ვართ, რომ ვნახოთ, სახელმწიფო თავის დაკისრებულ მოვალეობას როგორ ართმევს თავს, რამდენად არის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი; რამდენად იცავს სახელმწიფო აქციის მონაწილეებს იმ პირებისგან, რომლებიც შეიძლება, საფრთხეს უქმნიდნენ აქაურობას. ვაკვირდებით და კონკრეტული შეფასების გაკეთება გაგვიჭირდება. რასაც ვუყურებთ, ამ ეტაპზე, მგონი, მშვიდობაა. საბოლოო შეფასება ყველა ფაქტორის გათვალისწინებით გვექნება. მაგრამ საფრთხე, რომელსაც ვხედავთ – ვერბალური შეტევები, გინება- ეს, ბუნებრივია, არ არის მოსასმენი. რა თქმა უნდა, ეს არის საზოგადოებრივი წესრიგი, რომელიც ირღვევა და რომელიც ამ თვალსაზრისით, ბუნებრივია, სახელმწიფოსგან რეაგირებას უნდა საჭიროებდეს”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძეს საპატრიარქოს განცხადების თაობაზე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეფასების კომენტირება სთხოვეს. გიორგი ბურჯანაძის თქმით, სახალხო დამცველის პათოსი იყო, რომ იგი ვერ შეაფასებს რეალიგიურ ორგანიზაციას.

“მათ შეიძლება ჰქონდეთ თავიანთი მოსაზრება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ძალადობის გავრცელება არავინ უნდა მოახდინოს, არც რელიგიურმა ორგანიზაციამ, არც არარელიგიურმა. თუ იქნება გავრცელებული რომელიმე ორგანიზაციის მხრიდან ძალადობისკენ მოწოდება, ეს ისეთივე დანაშუალი იქნება, როგორ კრიმინალური ორგანზიაციის მიერ ჩადენილი ნებისმიერი ქმედება”, – აღნიშნა მან.

 

საპატრიარქოს განცხადება შეიძლება ძალადობისკენ მოწოდებად აღვიქვათ – თაბაგარი

მასალების გადაბეჭდვის წესი