ახალი ამბები

რამდენი ადამიანი გადარეგისტრირდა საარჩევნოდ ზუგდიდსა და სხვა ოლქებში – ოფიციალიური ინფორმაცია

19 მაისი, 2019 •
რამდენი ადამიანი გადარეგისტრირდა საარჩევნოდ ზუგდიდსა და სხვა ოლქებში – ოფიციალიური ინფორმაცია

საქართველოს პარლამენტის შუალედური და მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიის ფორმირებასთან დაკავშირებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ დღეს, 19 მაისს, განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა.

როგორც სააგენტო აცხადებს, აღნიშნული მონაცემები გამოქვეყნდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და ასახავს, თუ რამდენი ადამიანი გადარეგისტრირდა საარჩევნო ოლქებში 2019 წლის 1 იანვრიდან 3 მაისამდე (სიები სწორედ 3 მაისს განახლდა).

ამ მონაცემების მიხედვით, მოცემულ პერიოდში ზუგდიდში სხვა მუნიციპალიტეტიდან 138 ადამიანი გადარეგისტრირდა, ხოლო 238 გადარეგისტრირებული მანამდეც ამავე ოლქში იყო რეგისტრირებული.

რაც შეეხება სხვა ოლქებს, მონაცემები ასე გამოიყურება:

 

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით სხვა რეგიონებიდან ზუგდიდში დაარეგისტრირეს ასობით ადამიანი. გარდა ამისა, “გირჩი” აწარმოებდა კამპანიას, რომლის ფარგლებშიც თავის მომხრეებს მთაწმინდაზე რეგისტრირებისკენ მოუწოდებდა. თუმცა, როგორც თავად აცხადებნენ, პროცესი “ხელოვნურად გააჭიანურა” სერვისების განვითარების სააგენტომ.

მასალების გადაბეჭდვის წესი