ახალი ამბები

თუ გგონიათ, რომ ქურდებმა დაგამარცხეს, ხომ არ ჯობია წახვიდეთ და მათ დაუთმოთ ასპარეზი? – დეპუტატი

10 ივნისი, 2019 • 2408
თუ გგონიათ, რომ ქურდებმა დაგამარცხეს, ხომ არ ჯობია წახვიდეთ და მათ დაუთმოთ ასპარეზი? – დეპუტატი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები უარყოფენ ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების ბლოკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებამ მთაწმინდაზე არჩევნებში გასამარჯვებლად კრიმინალური ავტორიტეტები გამოიყენა.

მმართველი გუნდის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია ოპოზიციას მოუწოდებს, რომ თუ მათ მართლაც ჰგონიათ, რომ არჩევნებში კრიმინალურმა ავტორიტეტბმა დაამარცხეს, დაფიქრდნენ, ხომ არ ჯობია პოლიტიკიდან წავიდნენ და ასპარეზი ე.წ. კანონიერ ქურდებს დაუთმონ.

“თქვენ ბრძანებთ, რომ კრიმინალების და ქურდების ჩარევით გაიმარჯვა “ქართულმა ოცნებამო”. თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ქურდებმა მოგიგეს ეს არჩევნები? თუ ასე ფიქრობთ, რომ ქურდებმა მოგიგეს არჩევნები ევროპულ საქართველოს და ენმ-ის სხვა განშტოებებს, მაშინ დრო ხომ არ მოვიდა, რომ საერთოდ წახვიდეთ პოლიტიკიდან და ქურდებს დაუთმოთ ასპარეზი, იქნებ ისინი წავიდნენ ოპოზიციაში?”, – განაცხადა ბერაიამ ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე.

შალვა შავგულიძის შტაბის ცნობით, მთაწმინდაზე საარჩევნო პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ კრიმინალური ავტორიტეტები და მოსახლეობის დაშინებას ცდილობდნენ მმართველი გუნდის კანდიდატისთვის ხმების მობილიზების მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი