წინასწარი შედეგებით, მთაწმინდაზე კახაძემ გაიმარჯვა

“ცენტრალური საარჩევნო კომისიის” წინასწარი შედეგებით, მთაწმინდაზე ხმათა 61.83%-ით “ქართული ოცნების” კანდიდატმა ლადო კახაძემ გაიმარჯვა, “ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატ შალვა შავგულიძეს კი 38.17% აქვს.

“ცესკოს” საიტზე განთავსებული მონაცემების თანახმად, მაჟორიტარული ოლქის 31-ვე უბანი დათვლილია. წინასწარი შედეგებით, ყველა უბანი კახაძემ მოიგო.

მანამდე, “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ, წარადგინა  მონაცემები, რომელთაც, მისი თქმით, პარტიის წარმომადგენლები უბნებიდან აწვდიან. კალაძის აცხადებდა, რომ ლადო კახაძე მთაწმინდაზე დიდი უპირატესობით იგებს.

არჩევნები შეაფასა შალვა შავგულიძემაც და თქვა, რომ  თვალს უსწორებს შედეგს, რომლის მიხედვითაც არჩევნებში ხელისუფლების კანდიდატმა ლადო კახაძემ გაიმარჯვა, თუმცა ოპონენტისთვის მილოცვას არ აპირებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან