ახალი ამბები

თალაკვაძის აზრით, 2016-ის არჩევნებში კახაძის ცუდი შედეგი ბურჭულაძის ბრალი იყო

11 ივნისი, 2019 • 1219
თალაკვაძის აზრით, 2016-ის არჩევნებში კახაძის ცუდი შედეგი ბურჭულაძის ბრალი იყო

“ვფიქრობ, 2016 წელს ლადო კახაძის ავტორიტეტი, მისი შესაძლებლობები და რენომე, საარჩევნო შედეგების თვალსაზრისითერთგვარად იმ ადამიანებმა და კონკრეტულად იმ პარტიამ და ადამიანმა შეასუსტა, ვისი სახელითაც იმ არჩევნებში გამოდიოდა“, – ეს განცხადება პირველი არხის გადაცემაში: „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

მისი თქმით, წელს მთაწმინდის მაჟორიტარულ არჩევნებში კახაძის გამარჯვება ორმა ფაქტორმა უზრუნველყო:

 კანდიდატს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და, მეორე მხრივ, იმ პოლიტიკურ სისტემაში, სადაც პარტიული დემოკრატიააგამარჯვებაში პარტიებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ დადგა მკვეთრად განსხვავებული შედეგი ლადო კახაძის შემთხვევაში 2018 და 2016 წლებში, რადგან 2016 წლის არჩევნებზე, როცა ის მთაწმინდის საარჩევნო ოლქში პაატა ბურჭულაძის პარტიის სახელით იყრიდაკენჭს, მხოლოდ 618 ხმა მიიღო, წელს კი- 10 738, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ როცა კანდიდატი ხარ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელი პოლიტიკური გუნდის გვერდით ხდება შენი პოზიციონირება. 

მისი თქმით, პარტიული დემოკრატიის პოლიტიკურ სისტემაში დიდი მნიშვნელობა აქვს პარტიას, მის იდეოლოგიურ პლატფორმას, პარტიულ ინფრასტრუქტურას და გამოცდილებას, ზოგადად, არჩევნებისა და კამპანიების ჩატარებაში.

 თუ შეადარებთ მაშინდელ და დღევანდელ კამპანიას, განსხვავება ძალიან დიდია და, რა თქმა უნდა, შედეგი დიდწილად ამითაც აიხსნება“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ნებისმიერი კანდიდატი, რომელსაცქართული ოცნებადაასახელებდა, წარმატებას მიაღწევდა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ კანდიდატის შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს და ასეთ ფორმულირებას არ ეთანხმება.

 ჩვენ შევარჩიეთ ადამიანი, ვისაც დედაქალაქის საზოგადოება იცნობდა და ვისაც პოლიტიკური გამოცდილება ჰქონდა. ლადო კახაძეს ასევე ჰქონდა სუფთა წარსული და ის სუფთა სინდისით ჩაერთო ამ არჩევნებში. მე მანამდეც ვიცნობდი ბატონ ლადო კახაძეს და ვფიქრობ, ის სანდო და პრინციპების ერთგული ადამიანია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი