უსუფაშვილი: გადაწყვეტილებები, რაც მიიღეს ძირითადმა მოთამაშეებმა, ნაჩქარევია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა არ შეაფასა ირაკლი ღარიბაშვილის კრიტიკას ირაკლი ალასანიასადმი და თვლის, რომ ძირითადმა მოთამაშეებმა ნაჩქარევი გადაწყვეტილებები მიიღეს.

დავით უსუფაშვილმა კითხვას, მიაჩნია თუ არა სამართლიანად შეფასება, რომ ირაკლი ალასანია მოღალატე, უჭკუო და ავანტიურისტი მინისტრი იყო, უპახუხა, რომ ეს კიხთვა შესაბამის რესპონდენტს უნდა დაუსვან.

 

“მე გთხოვთ ეს კითხვა დასვათ სათანადო შენობაში და სათანადო რესპონდენტთან. მე ჩემი შეფასებები მოგახსენეთ. მე მოგახსნეთ იმის თაობაზე, რომ ის, რაც მოხდა, იყო უკიდურესად არასასურველი. ის გადაწყვეტილებები, რაც იქნა მიღებული ძირითადი მოთამაშეების მხრიდან, იყო ნაჩქარევი. ის განცხადებები, რომ ქვეყანას ემუქრება რაიმე საფრთხე უშუალოდ, ახლა, მყისიერი, კურსის შეცვლის ან რაიმე ასეთი პრობლემების, ეს უსაფუძვლოა. ქვეყანაში არის ძალიან ბევრი საკითხი და პრობლემა, რომელიც მოსაგვარებელია და ეს პრობლემები ერთად უნდა მოვაგვაროთ”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა დღეს გამართლ პრესკონფერენციაზე.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ირაკლი ალასანია იყო ავანტიურისტი, ამბიციური და უჭკუო პოლიტიკოსი, რომლის ჩამოშორება დიდი დანაკლისი არ არის. ღარიბაშვილის განცხადებით, ალასანია მოიქცა საკაშვილის სტილში, როცა დატოვა „ქართული ოცნება“, და მისთვის ნათელი გახდა, რომ ალასანია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მფარველობდა.

 

“თავისუფალმა დემოკრატებმა” კოალიცია 5 ნოემბერს დატოვეს. 4 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გადააყენა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელიც “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერია. მინისტრების პოსტი თავიანთი განცხადებით დატოვეს ალექსი პეტრიაშვილმა, მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.  ალასანიას მინისტრობიდან დათხოვნას წინ უძღვოდა თავდაცვის სამიმინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება, რაც ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა  საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესთან ბრძოლად შეაფასა.

 

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მიშა მეფარიშვილი