ახალი ამბები

ყაზბეგის ორ სოფელთან საავტომობილო მიმოსვლა შეწყვეტილია

8 იანვარი, 2015 • 1271
ყაზბეგის ორ სოფელთან საავტომობილო მიმოსვლა შეწყვეტილია

გზა გუდაურამდე, © GUDAURI Official
გზა გუდაურამდე, © GUDAURI Official


“თვითონ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სტეფანწმინდასა და სოფლებში მისასვლელი შიდა გზები გაწმენდილია. დარჩენილია ორი სოფელი, ჯუთა და ყანობი, რომლებთანაც ზვავსაშიშროების გამო ჯერ ვერ მივდივართ, რომ გავწმინდოთ”, – აცხადებს “ნეტგაზეთთან” გივი ქირიკაშვილი. მისი თქმით, ამ ორ სოფელში ბილიკებით შესვლა შესაძლებელია და მოსახლეობასთან კონტაქტის პრობლემა არ არსებობს.


ყაზბეგის გამგებლი ასევე აცხადებს, რომ რაიონში საკვების დეფიციტი არ არის.


“მაღაზიებში არის საკვები, შემოსვლითაც შემოვა ეხლა, მაგის პრობლემა ნამდვილად არ არის, რომ დეფიციტი იყოს საკვების.”

მასალების გადაბეჭდვის წესი