გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კობა ხაბაზი, რომელსაც პოლიცია თელავისკენ არ უშვებს, პროტესტის ნიშნად ცენტრალურ გზაზე დაწვა.
“ჩემს ისტორიაში ეს განმეორდა. 8 აპრილს ჩავწექით პირველი ჯგუფი ჯავშანტრანსპორტიორების წინ და მაშინ შევაჩერეთ რუსის ჯარი. სამწუხაროდ, მეორე დღეს ტანკებით წამოვიდნენ და ვერ შევძელით შეჩერება. სამწუხაროდ, ჩემს ცხოვრებაში ეს მეორედ განმეორდა. უბრალოდ, სამწუხაროა, რომ მოღალატე, საქართველოს მტრის სალომე ზურაბიშვილის პრეზენტაციის გამო, ქართული პოლიცია აკეთებს ამას – გვიკეტავენ გზას, გამოჰყავთ ზონდერები, ცდილობენ ხელი შეგვიშალონ და დაგვარბიონ. ეს არის სამარცხვინო ხელისუფლება”, – უთხრა კობა ხაბაზმა ჟურნალისტებს. მის კომენტარს ტელეკომპანია “პირველი” ავრცელებს.
საპატრულო პოლიცია ოპოზიციონერებს სთავაზობს, თელავში ყვარლის გავლით ან ფეხით ჩავიდნენ