“ევროპული საქართველო” აცხადებს, რომ 19 ნოემბერის აქციაში მონაწილეობის შეთავაზება არ მიუღია და ოპოზიციაში კოორდინაციის საჭიროებაზე საუბრობს.
“ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას, როგორც არასდროს, ისე სჭირდება კოორდინაცია. კოორდინაციას სჭირდება თანამშრომლობა. სამწუხაროდ, ორგანიზატორი პარტიების მხრიდან არათუ კოორდინირებაზე მზაობა, არამედ შემოთავაზებაც არ გამიგონია. ამიტომ „ევროპული საქართველო“, ცხადია, პარტიულად ვერ შეუერთდება იმ ღონისძიებებს და ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, რომლის არც დაგეგმვაში, არც გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიუღია. პარტიის წევრები მიიღებენ თუ არა მონაწილეობას, ეს მათ პირადად უნდა გადაწყვიტონ”, — განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა აკაკი ბობოხიძემ.
პარასკევს, 19 ნოემბერს, ოპოზიციური პარტიები თბილისში სამ ადგილას გამართავენ დემონსტრაციებს. აქციებთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა ჟურნალისტებს გააცნეს ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიამ, “ლელოს” ლიდერებმა — მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ და “გირჩი — მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.