ახალი ამბები

გაერთიანებულ ოპოზიციაში ამბობენ, რომ ლაგოდეხში მათ ოფისს ესროლეს

29 ნოემბერი, 2018 • 1265
გაერთიანებულ ოპოზიციაში ამბობენ, რომ ლაგოდეხში მათ ოფისს ესროლეს

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცოტა ხნის წინ ლაგოდეხში, მათი შტაბის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს. როგორც ისინი ამბობენ, მათი ოფისის წინ “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა კოლონამ ჩაიარა, რა დროსაც ესროლეს ოპოზიციის შტაბს.

თვითმხილველები ამბობენ, რომ სულ სამი ტყვია გაისროლეს. ადგილზე ნაპოვნია, სავარაუდოდ, სროლის შედეგად დარჩენილი მასრები. ადგილზე იმყოფება პოლიცია.

ნეტგაზეთი დამატებითი ინფორმაციის მოძიებას შსს-ში ცდილობს.

 

Posted by Nika Nozadze on Wednesday, November 28, 2018

მასალების გადაბეჭდვის წესი