ახალი ამბები

გაიგე შენი საარჩევნო უბნის მისამართი 2 წუთში

30 ოქტომბერი, 2020 • 8198
გაიგე შენი საარჩევნო უბნის მისამართი 2 წუთში

თუ თქვენ აპირებთ 2020 წლის 31  ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას და არ იცით, სად მდებარეობს თქვენი საარჩევნო უბანი, მიჰყევით ქვემოთ მოყვანილ ინსტრუქციას:

  1. შეამოწმეთ თქვენი თავი ამომრჩეველთა სიაში. 

ამისთვის ეწვიეთ ამომრჩეველთა სიას   http://voters.cec.gov.ge და იპოვეთ, სად ხართ რეგისტრირებული. ამომრჩეველთა სიის ვებგვერდზე თქვენი მონაცემების შეყვანის შემდეგ თქვენს შესახებ ასეთი მონაცემი დაგხვდებათ:

2.  დააწკაპუნეთ ისრით მონიშნულ ციფრებთან.  ეკრანზე გამოჩნდება იმ საარჩევნო უბნის მისამართი, სადაც უნდა მიხვიდეთ ხმის მისაცემად.

3. უბნის და ოლქის ნომერი, რომელშიც აძლევთ ხმას:

პირველ ილუსტრაციაში, ისრით ნაჩვენებ ადგილას თქვენ ხედავთ ციფრებს, რომელზეც მოცემულია იმ საარჩევნო ოლქის და უბნის ნომერი, რომელშიც აძლევთ ხმას. მაგალითად, ილუსტრაციაზე ნაჩვენები ამომრჩევლის ნომერი: 08.03 ნიშნავს, რომ ამ ამომრჩეველმა ხმა უნდა მისცეს თბილისი მე-8 საარჩევნო ოლქის [დიდუბე] მე-3 უბანზე.


  • ინფორმაციას არჩევნების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ თვალი ადევნეთ netgazeti.ge-ზე, ასევე ჩვენი ფეისბუკის გვერდზე: https://www.facebook.com/netgazeti
  • თუ საარჩევნო უბნებზე  შეამჩნიეთ რაიმე დარღვევა, ან იციდენტის თვითმხილველი გახდით, დაგვირეკეთ, ან გამოგვიგზავნეთ ფოტო, ან ვიდეო, ან მოკლე ინფორმაცია:
  • email: info@netgazeti.ge netgazeti.ge@gmail.com, ტელეფონი: 555331334; 591212772; 599149206;

მასალების გადაბეჭდვის წესი