“ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ხალადინ ჰუსეინოვმა “გაერთიანებული ოპოზიციის” წარმომადგენელ ფერან კარაევს საარჩევნო უბანთან შეურაცხყოფა მიაყენა. ინფორმაცია ამის შესახებ ნეტგაზეთს ამავე უბანზე მყოფმა დამკვირვებელმა ჯეიხუნ კარაევმა მიაწოდა.
როგორც კარაევი გვიყვება, ჰუსეინოვი უბანზე შესულ ამომრჩეველს ხმამაღლა მოუწოდებდა, რომ შემოეხაზათ ნომერი 48, რაზეც ოპოზიციის წარმომადგენელმა რამდენჯერმე მისცა შენიშვნა. ამის შემდეგ “ოცნების” წარმომადგენელმა კარაევი გარეთ გაიყვანა და ხელი დაარტყა. დამკვირვებლის ცნობით, ადგილზე მივიდა პოლიციაც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩხუბში მონაწილე ორივე პირი დაკავებულია.
“ოცნების” წევრმა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს ხელი დაარტყა – დამკვირვებელი
