საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე აცხადებს, რომ სისტემის გამოსწორების ნაცვლად, დღეს სასჯელაღსრულების დაესებულებებში იგივე და უარესიც ხდება. მისივე მოსაზრებით, დღეს “სასჯელაღსრულებაში არის სრული ჯუნგლი”:
“სამწუხაროდ, ასეთი ხმამაღალი დაპირებებით მოსულმა ხელისუფლებამ ვერაფერი შეცვალა. იმის მაგივრად, რომ გასწორებულიყო სისტემა სასჯელაღსრულებაში, იმის მაგივრად, რომ გაჩერებულიყო ძალადობა, თუნდაც ჩვენს დროს დაშვებული შეცდომები აღმოფხვრილიყო, დღეს გრძელდება იგივე სრულიად და უარესიც. დღეს აბსოლუტურად თამამად იწერენ ვიდეო და აუდიოჩანაწერებს ჟურნალისტების, უცხოელი დამკვირვებლების, ექსპერტების, რომლებიც შედიოდნენ დაკავებული თანამდებობის პირებთან, და დღეს იცით, რომ სასჯელაღრულებაში არის სრული ჯუნგლი. თუ მანამდე ციხის ადმინისტრაცია ძალადობდა პატიმარზე, დღეს უკვე “მაყურებლები” არიან, ისევ ქურდები მართავენ მდგომარეობას. რამდენიმე საქმე არის, როდესაც პატიმარი ან ჩაქოლეს, ან მოკლეს, რაღაც მოკვეთეს, ან ხელები დაუსერეს, ან მის ახლობლებს ემუქრებიან და ჯერჯერობით ეს ყველაფერი ისევ გასდის სასჯელაღსრულების მინისტრსაც და ამ ზარზეიმით მოსულ ხელისუფლებასაც. მაგრამ ეს დიდი ხანი არ გაგრძელდება, ეს არის ძალიან სერიოზული სიგნალი და ძალიან სერიოზული დარღვევა და ამას მოყვება ძალიან ადეკვატური რეაქცია, როგორც ჩვენგან, ისევე საერთაშორისო საზოგადოებიდან.”
საყვარელიძე მიიჩნევს, რომ სადაც ბაჩო ახალაიას იწერდნენ, იქ ყველას ჩანაწერები, მათ შორის ვანო მერაბიშვილისაც იქნება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ კანონი არ დარღვეულა:
“რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია და რაც გაავრცელა სასჯელაღსრულების სამინისტრომ, ეს აუდიო-ვიდეო ჩაწერა ხორციელდებოდა მისი თანხმობით და მოთხოვნით, გამომდინარე უსაფრთხოების ინტერესებიდან. როდესაც პატიმარი ითხოვს, რომ მისი შეხვედრები იყოს ჩაწერილი, თუნდაც აუდიო წესით, რომ იყოს უფრო მეტად დაცული მისი ინტერესები და როდესაც მისი განცხადება და ხელმოწერა არსებობს ამაზე, აქ არანაირად არ ირღვევა კანონი.”
საპირისპირო მოსაზრება აქვს საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთ წევრს გია ვოლსკის. მისი თქმით, საქმე გადაცდომასთან გვაქვს:
“სახელმწიფოს არსებობის პერიოდში გადაცდომების ფაქტები ხდება, ვფიქრობ, გადაცდომაა, თუ ეს იწერებოდა და თუ უკანონი იყო. არ დავინტერესებულვარ დეტალებით, შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა გაარკვიონ და მკაფიო პასუხიც უნდა გასცენ ამ თემას, მე ასე ვფიქრობ.”
კითხვაზე, რამდენად ვარაუდობს, რომ მსგავსი ჩაწერა სხვა პირების, იგივე ვანო მერაბიშვილის შემთხვევაშიც განხორციელებულიყო, ვოლსკი პასუხობს, რომ არ ჰგონია, საქმე სისტემური ხასიათს ატარებდეს:
“მე არა მგონია სისტემური ხასიათი ჰქონდეს ამას, არ მინდა, რომ ეგრე მეგონოს. არც მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ თუ ეს კანონის დარღვევაა, რომ არის სისტემური ხასიათი, მე გამოვრიცხავ იმიტომ, რომ ძალიან დიდი ფსონია დადებული ჩვენს პარტიაზე, მის ავტორიტეტზე, ასე რომ, ეს გადაცდომა არ არის სახელწმიფო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი.”



![84 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/05/Untitled-design-2-9.jpg)



