ახალი ამბები

კანდიდატები, რომლებიც არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობენ [ინფოგრაფიკა]

30 ოქტომბერი, 2016 • 3335
კანდიდატები, რომლებიც არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობენ [ინფოგრაფიკა]

გთავაზობთ ინფოგრაფიკას იმ ოლქების შესახებ, სადაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.

ინფოგრაფიკის საშუალებით შეგიძლიათ ნახოთ, რომელ ოლქებში ტარდება მეორე ტურის არჩევნები და რომელ ორ კანდიდატს შორის მოგიწევთ არჩევანის გაკეთება, თუ ამ ოლქებში ცხოვრობთ.

მეორე ტური 50 საარჩევნო ოლქში გაიმართება. ამათგან 49 ოლქში წარმოდგენილია “ქართული ოცნების” კანდიდატი, 44 ოლქში მონაწილეობს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, 3 ოლქში წარმოდგენილია დამოუკიდებელი კანდიდატი, ხოლო თითო-თითო კანდიდატი ჰყავს თავისუფალ დემოკრატებს – ჭიათურაში და “თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლოს” – ხაშურში.

იმის მიუხედავად, რომ მეორე ტურში გადასული ორი კანდიდატი – ირაკლი ალასანია (“თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატი გორში) და სანდრა რულოვსი (“ერთიანი ნაციონალური მორაობის” კანდიდატი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში) არიან ჩამონათვალში და ამ უბნებზე მისულ ამომრჩევლებს ბიულეტენებშიც შეხვდებათ მათი გვარი, მათ თავისი ნებით თქვეს უარი არჩევნებში მონაწილეობაზე.

ქვემოთ მოცემული ინფოგრაფიკის საშუალებით შეგიძლიათ გაეცნოთ მეორე ტურში გადასული კანდიდატების ბიოგრაფიებს, რომლებიც თბილისის ოლქებში იყრიან კენჭს.

ქვემოთ მოცემული ინფოგრაფიკის საშუალებით შეგიძლიათ გაეცნოთ მეორე ტურში გადასული კანდიდატების ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს რეგიონებში იყრიან კენჭს.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური 8 ოქტომბერს გაიმართა. პირველი ტურის არჩევნების შედეგად, 5%-იანი ბარიერი გადალახა სამმა პარტიამ: “ქართულმა ოცნებამ” (48.68%), “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” (27.11%) და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” (5.01%). ხოლო 23 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის გამარჯვებული კანდიდატები გამოვლინდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი