საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის შემთხვევები იზრდება – IDFI

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” ინფორმაციით, 2015–2017 წლებში საქართველოს მოქალაქეების სხვა ქვეყნებიდან დეპორტაციის 11 428 შემთხვევა დაფიქსირდა.

დეპორტაციის ყველაზე მეტი შემთხვევა 2017 წელს დაფიქსირდა. საქართველოს მოქალაქეები ყველაზე მეტჯერ თურქეთიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან და რუსეთიდან დაადეპორტეს.

3 წლის განმავლობაში თურქეთიდან, ისრაელიდან და საბერძნეთიდან დეპორტაციის შემთხვევები შემცირდა. თუმცა გერმანიიდან დეპორტაციის შემთხვევები 2–ჯერ გაიზარდა. ასევე, მოიმატა რუსეთიდან, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან, იტალიიდან, ბელგიიდან.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com