ახალი ამბები

საქართველოში დაგეგმილი ჰესების რუკა

20 აპრილი, 2018 • 25812
საქართველოში დაგეგმილი ჰესების რუკა

გთავაზობთ რუკას, სადაც ასახულია ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესები, მიმდინარე პროექტები და შესაძლო ჰესები, რომლებსაც ეკონომიკის სამინისტრო პოტენციურ პროექტებად განიხილავს.

რუკა შედგენილია შემდეგ ინფორმაციაზე დაყრდნობი:

[checklist]

  • ყოფილი ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზე 2017 წლის 29 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაცია მიმდინარე პროექტების შესახებ
  • ყოფილი ენერგეტიკის სამინისტროს აზრით, იმ პროექტების ჩამონათვალი, რომლებიც სამინისტროს აზრით პოტენციური პროექტებია

[/checklist]

1. ლურჯად აღნიშნულია ის ჰესები, რომლებიც აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა. ეს ინფორმაცია ყოფილი ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული მასალების მიხედვითაა შედგენილი
2. ცისფრად აღნიშნულია ჰესები, რომლებიც მიმდინარე პროექტებია. ეს ინფორმაცია ყოფილი ენერგეტიკის სამინისტროს მიერ 2017 წლის ბოლოს გავრცელებული მონაცემების მიხედვითაა შედგენილი.
3. მწვანედ აღნიშნულია მთავრობის აზრით პოტენციური ჰიდროელექტროსადგურების პროექტები. ამ ჰესების ნაწილი გამოვითხოვეთ ეკონომიკის სამინისტროდან, ჰესების ნაწილის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ყოფილი ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზე.

გასადიდებლად დააკლიკეთ კვადრატზე მარჯვენაზე ზედა კუთხეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი