საზოგადოება

სუს-ის კომენტარი თბილისში გამოჩენილ სტენსილებზე

21 აპრილი, 2022 • 6978
სუს-ის კომენტარი თბილისში გამოჩენილ სტენსილებზე

“სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის ინტერესის სფეროში აღნიშნული საკითხი შესაძლოა მოხვდეს, თუმცა ამ ეტაპზე გამოძიება არ მიმდინარეობს”, – ასეთ კომენტარს აკეთებს ნეტგაზეთთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თბილისში გავრცელებულ სტენსილებზე, რომელმაც არაერთი თეორიის განვითარება გამოიწვია.

ბოლო რამდენიმე დღეა თბილისში აღნიშნული ფიგურის გამოსახულებიანი სტენსილები ვრცელდება. მოქალაქეთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ქუჩის მხატვრების ნახელავია და გარკვეული კამპანიის სახე აქვს, ნაწილის აზრით, შესძლოა საქმე გვქონდეს  სარეკლამო, მარკეტინგულ კამპანიასთან, ხოლო ბევრი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ამ ნახატებში რუსეთის დივერსანტების ხელი ერიოს.

მოქალაქეების ჯგუფმა სტენსილებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც მიმართა საკითხის შესწავლის თხოვნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი