ნეტგაზეთი | დადიანების სასახლის რეაბილიტაციის გეგმაზე მუშაობა დაიწყო დადიანების სასახლის რეაბილიტაციის გეგმაზე მუშაობა დაიწყო – Netgazeti
RU | GE  

დადიანების სასახლის რეაბილიტაციის გეგმაზე მუშაობა დაიწყო

დადიანების სასახლის რეაბილიტაციაზე მუშაობა დაიწყო. საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის შემდეგ ეკატერინეს სასახლის არქიტექტურული რეაბილიტაცია დაიწყება. 

ამერიკის საელჩოს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანადაფინანსებით, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი და Icomos-საქართველო დადიანების სასახლის არქიტექტურული რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციაზე მუშაობენ.

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებით, საპროექტო დოკუმენტაცია ოთხ თვეში მზად იქნება. ეკატერინეს სასახლის არქიტექტურული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ჩატარდება ფასადების ფერის ტესტირება, ძეგლის სრული ფოტოფიქსაცია, სასახლის ინტერიერების ისტორიული ორიგინალური მდგომარეობის შესწავლა და მომზადდება სახელოვნებათმცოდნეო კვლევა.

 

კულტურული მემკვიდროების დაცვის სააგენტოში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ საპროექტო სამუშაოების მიზანია დაადგინოს ძეგლის მდგომაროება, რა დაზიანებები აქვს ეკატერინეს სასახლეს და არსებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით შეძლონ სასახლის ფასადის ფერის დადგენა. 

 

2014 წელს სააგენტომ დააფინანსა გეოლოგიური კვლევების ჩატარება დადიანების სასახლეში.  ამის გარდა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით, ნიკოს სასახლის საპროექტო დოკუმენტაციაც შედგება, რომელიც ასევე კომპლექსის ნაწილია. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მიშა მეფარიშვილი