ნეტგაზეთი | ღარიბაშვილი: ციხე-ქალაქ მუცოს რეაბლიტაცია უნდა დაიწყოს ღარიბაშვილი: ციხე-ქალაქ მუცოს რეაბლიტაცია უნდა დაიწყოს – Netgazeti
RU | GE  

ღარიბაშვილი: ციხე-ქალაქ მუცოს რეაბლიტაცია უნდა დაიწყოს

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვიილი აცხადებს, რომ მისი მთავრობა ყველა ღონეს იხმარს ციხე-ქალაქ მუცოს აღდგენისთვის. 

პრემიერმინისტრის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება ყველა პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლების ვალია და მთავრობა სასწრაფოდ მიიღებს გადამჭრელ ზომებს, რათა უძველეს ისტორიულ ძეგლს საფრთხე არ შეექმნას.

 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 2014 წლის 16 იანვარი. ფოტო: EPA/ზურაბ ქურციკიძე
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 2014 წლის 16 იანვარი. ფოტო: EPA/ზურაბ ქურციკიძე

“ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, უახლოეს დღეებში პირადად ჩავიდე პირიქითა ხევსურეთში და ადგილზე გავეცნო ყველა პრობლემას. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ მუცოს – ამ უნიკალური ძეგლის, სრული რეაბილიტაცია–რესტავრაცია მოხდეს”,- აცხადებს პრემეირმინისტრი. 

 

პრემიერის განცხადებით, ციხე–ქალაქი მუცო, უნიკალური არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი,  განადგურების პირასაა და მას გადაუდებელი დახმარება სჭირდება.

 

მუცოს ციხე-ქალაქი
მუცოს ციხე-ქალაქი

მუცოს ციხე-ქალაქი დუშეთის რაიონში, პირიქითა ხევსურეთში, არდოტის წლის ხეობაში მდებარეობს. დასახლებაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, შუა საუკუნეების 40-მდე საყოფაცხოვრებო, გამაგრებული შენობაა. 

 

“გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფმა” პეტიცია მუცოს გადასარჩენად ჯერ კიდევ 2012 წლის მარტში შექმნა. პეტიციის ხელმომწერები აცხადებდნენ, რომ კულტურის სამინისტრო მიერ გამოყოფილი 200 ათასი ლარი ძეგლის აღსადგენად საკამრისი არ იყო და უფრო მეტი თანხის გამოყოფას ითხოვდნენ.

მუცო
მუცო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მიშა მეფარიშვილი