ეკონომიკა

“ბანკი ქართუ” გაკოტრების საფრთხის წინაშე

16 ივლისი, 2012 • 3753
“ბანკი ქართუ” გაკოტრების საფრთხის წინაშე

მისი შეფასებით, მოვლენები “ბანკ ქართუში” შესაძლოა ბადრი პატარკაციშვილის “სტანდარტ ბანკის” სცენარით წარიმართოს: “ბანკ ქართუს” მიმართ განვითარებული მოვლენები გასცდა ბიზნესის და ეკონიმიკის სიბრტყეს, ეს წმინდა პოლიტიკური საკითხია. ბანკში მიმდინარე პროცესებში იგივე პირები არიან ჩართულნი, ვინც “სტანდარტ ბანკის” გაკოტრების საქმეში ფიგურირებდა”. 

“ბანკი ქართუს” სამეთვალყურეო საბჭოს სამი წევრიდან ვლადიმერ უგულავა ის ერთადერთია, რომელსაც ამ ფინანსურ ინსიტუტთან შეხება არ ჰქონია. ის ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას მუშაობდა ანტიმონოპოლიურ სამსახურში, შემდეგ კი “ანტიკორუფციული საბჭოს” წევრი იყო. მოგვიანებით უგულავა  „ტაო პრივატ ბანკს“ ხელმძღვანლობდა.

თუ რა ნიშნით შეირჩა „ბანკ ქართუში“ დროებით მმართველად ვლადიმერ უგულავა,  ამ საკითხზე იგი კომენტარს არ აკეთებს.  

სამეთვალყურეო საბჭოს მეორე წევრი ირაკლი ზარქუა ეროვნული ბანკის ზედახედველობის დეპარტამენტის ბანკების ინსპექტირების განყოფილების მთავარი სპეციალისტია. ის „ბანკ ქართუში“ 2012 წლის შემოდგომაზე  შესული სარევიზიო კომისიის წევრი იყო. უფრო ადრე კი „სტანდარტ ბანკის“ გაკოტრების პროცესში  ეროვნული ბანკის ახლანდელ პრეზიდენტთან გიორგი ქადაგიძესთან ერთად მონაწილეობდა.

როინ ცაციაშვილიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია. ის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის მიერ 2012 წლის 30 მარტს გამოცემული ბრძანების საფძველზე „საზღვაო ბანკის“ ლიკვიდატორად დაინიშნა და ბანკის გაკოტრება–ლიკვიდაციის სფეროში გამოცდილი კადრია.  

 ვლადიმერ უგულავა “ბანკ ქართუში” 2012 წლის 12 ივლისს შევიდა. იგი  აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების – სს ,,ქართუ ჯგუფის“ აქციათა 100%-ის და სს ,,პროგრეს ბანკიის“ აქციათა 21,71450%-ის მმართველად დაინიშნა. უგულავამ  სს “ბანკი ქართუს” სამეთვალყურეო საბჭო დაითხოვა.
სს “ბანკი ქართუს” ხმების 100%-ის მფლობელი აქციონერის – სს “ქართუ ჯგუფის” ახალი პრეზიდენტის ვლადიმერ უგულავას გადაწყვეტილებით, ბანკის სამეთვალყურეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით დაკომპლექტდა: ვლადიმერ უგულავა, ირაკლი ზარქუა და როინ ცაციაშვილი.



ახალი საბჭო დაკომპლექტებისთანავე შეიკრიბა და დაითხოვა “ქართუ ბანკის” დირექტორატი სრული შემადგენლობით. კერძოდ, თანამდებობიდან გათავისუფლდა “ქართუ ბანკის” გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი, გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ნატო ხაინდრავა, მოადგილე – დავით გალუაშვილი, დირექტორატის წევრები – მანანა ნადირაძე, გოჩა ჩიკვილაძე, ზურაბ გოგუა, ბექა კვარაცხელია, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე გალდავა.


სს “ბანკი ქართუს” გენერალურ დირექტორად ნოდარ ჯავახიშვილის ნაცვლად ირაკლი ზარქუა დაინიშნა.

“ბანკ ქათუს” გენერალური დირექტორის ყოფილი პირველი მოადგილე ნატო ხაინდრავა ამბობს, რომ ვლადიმერ უგულავა სამეთვალყურეო საბჭოს და აქციონერის უფლებამოსილებით არის აღჭურვილი. ის კანონის ფარგლებში მოქმედებდა და ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორატის დათხოვნა შეეძლო.  



ნატო  ხაინდრავას განმარტებით, “ბანკი ქართუს” ბედი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ მართვის რა სტრატეგიას აირჩევს ვლადიმერ უგულავა. ხაინდრავას პროგნოზით, შესაძლოა ბანკში მოვლენები რამდენიმე სცენარით განვითარდეს:


“თუ  ახალი მმართვლი  აპირებს ვალი ბანკის  ქონების რეალიზაციით დაფაროს, მაშინ “ქართუს”  ლიკვიდაცია გარდაუვალია. მაგრამ თუ უგულავა, ვალის გადახდას ბანკის მოგებიდან გადაწყვეტს, მაშინ დროებითი მმართველი ბანკში შესაძლოა წლების განმავლობაში დარჩეს.  როდესაც “ქართუ” გამართულად ფუნქციონირებდა, მოგება წელიწადში 17–18 მილიონ ლარს აღწევდა.75 მილიონი ლარის გადახდას რამდენიმე წელი დასჭირდება” .



ხაინდრავას განმარტებით, დროებითი მმართველი იქამდე დარჩება  ბანკში, ვიდრე ვალის გადახდა სრულად არ მოხდება. მმართველს აქვს მხოლოდ  ერთადერთი შეზღუდვა, მას ბანკის აქციების  გასხვისება არ შეუძლია.



ნატო ხაინდრავას ინფორმაციით, “ბანკ ქართუს” აქვს მიმზიდველი სესხები და რეზერვები,  რაც ბანკის  აქტივებს წარმოადგენს: “ არ არის გამორიცხული, რომ ახალმა მმართველმა   სესხები გაყიდოს, რომელსაც საბანკო დაწესებულებები სიამოვნებით იყიდიან. ეს არის ბანკის მიერ მსხვილ კომპანიებზე გაცემული სოლიდური სესხები, რომლის დაბრუნების დროსაც ბანკები კარგ სარგებელს მიიღებენ”.


ნატო ხაინდრავა არ გამორიცხავს, რომ “ბანკი ქართუს”  გაკოტრება ხელოვნურად მოხდეს: “ ეს მარტივად არის შესაძლებელი, იმ შემთხვევაში, თუ ბანკს ლიკვიდობის პრობლემა დაუდგება და ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ კოეფიციენტებს დაარღვეს. ბიძინა ივანიშვილმა ასეთი რისკები რამდენჯერმე უკვე გაანეიტრალა. ახლა ბანკს ისეთი აქციონერი არ ჰყავს, რომელიც პრობლემურ სიტუაციაში დაეხმარება. თუ არ მოხდა რისკების განეირტალება, ბანკი  წავა ლიკვიდაციისკენ”.  



“ბიზნეს ენდ პოლითიქალ ინსაიდის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ლექვინაძე „ბანკ ქართუში“ მიმდინარე მოვლენებს უარყოფითად აფასებს:   „თავისთავად ის ფაქტია ცუდი, რომ მსგავსი ტიპის ქმედება განხორციელდა იმ  ბანკის მიმართ, სადაც უცხოელი ინვესტორები ფიქსირდებოდნენ. ეს მარტო საბანკო სისტემისთვის კი არა, ზოგადად ბიზნესგარემოსთვის არის არასასურველი ფაქტი.“

ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, „ბანკ ქართუში“ დროებითი მმართველის შესვლა მის პოტენციურ მომხმარებლებში უნდობლობას გააჩენს: „ ის კომპანიები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ბანკთან  და მომხმარებლები შეეცდებიან თავიანთი ფინანასური რესურსები დაიცვან,   მათ უნდობლობის მომენტი გაუჩნდებათ ამ ბანკის მიმართ, რადგან  ბუნდოვანია, რა იქნება ხვალ და ზეგ.“
„ბანკი ქართუს“ დროებითი მმართველი ვლადიმერ უგულავა ბანკის მართვის სტრატეგიის შესახებ ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს. ამ დრომდე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ „ბანკ ქართუში“ საკადრო ცვლილელები სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორატის გადაყენებით დასრულდა.

ბანკი ქართუ
ბანკი ქართუ

მასალების გადაბეჭდვის წესი