ეკონომიკა

პარლამენტმა ბიუჯეტი დაამტკიცა

9 დეკემბერი, 2011 • 1362
პარლამენტმა ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2012 წლის ბიუჯეტი 86 ხმით 3 წინააღმდეგ დაამტკიცა. საპარლამენტო ოპოზიციიდან ბიუჯეტის წინააღმდეგ მხოლოდ სამმა დეპუტატმა მისცა ხმა.

დღის განმავლობაში 2012 წლის ბიუჯეტის განხილვა ცარიელ დარბაზში მიმდინარეობდა. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვას პარლამენტის ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარეები არ ესწრებოდნენ. საპარლამენტო უმრავლესობა ბიუჯეტის ხმის მისაცემად მხოლოდ საღამოს, კენჭისყრის დაწყების წინ შეიკრიბა.

ბიუჯეტის შემოსავლები 6.893 მილიარდი ლარით, ხოლო ხარჯები 6,528 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც პირველად წარმოდგენილ პარამეტრებს 386.500 მილიონი ლარით აღემატება.

2012 წლის ბიუჯეტში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5 პორცენტია, რაც 2011 წლის მაჩვენებელს 1 პროცენტით ჩამორჩება. მასში ინფლაციის 6–პროცენტიანი დონეა გათვალისწინებული. მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის პროგნოზი 26.430 მილიარდი დოლარია. მშპ–ს მიმართ საბიუჯეტო დეფიციტი 3,7 –3,6 პროცენტის ფარგლებშია. სახელმწიფო ვალის მოცულობა 2012 წლის ბიუჯეტის მთავარი პარამეტრების თანახმად მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში  39,7 პროცენტიდან 38,3 პროცენტამდე მცირდება.

2012  წლის ბიუჯეტის თანახმად სამინისტროები შემდეგ დაფინასებას მიიღებენ:

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 1.772 მლრდ ლარი (2011 წ – 1.685 მლრდ ლარი);

თავდაცვის სამინისტრო – 675 მლნ ლარი (2011 წ – 711 მლნ ლარი);

შინაგან საქმეთა სამინისტრო – 585.2 მლნ ლარი (2011 წ – 568 მლნ ლარი);

ფინანსთა სამინისტრო – 111.7 მლნ ლარი (2011 წ – 228.8 მლნ ლარი);

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 172. 3 მლნ ლარი (2011 წ – 162.3 მლნ ლარი);

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 968.3 მლნ ლარი (2011 წ – 806 მლნ ლარი);

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო – 290.3 მლნ ლარი (2011 წ – 248.8 მლნ ლარი);

იუსტიციის სამინისტრო – 74 მლნ ლარი (2011 წ – 74.5 მლნ ლარი);

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო – 120 მლნ ლარი (2011 წ – 112.3 მლნ ლარი);

საგარეო საქმეთა სამინისტრო – 76 მლნ ლარი (2011 წ – 73.2 მლნ ლარი);

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 595 მლნ ლარი (2011 წ – 561.1 მლნ ლარი);

კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო – 81.5 მლნ ლარი (2011 წ – 60.9 მლნ ლარი);

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო – 50 მლნ ლარი (2011 წ – 40 მლნ ლარი);

სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 119.9 მლნ ლარი (2011 წ – 86 მლნ ლარი);

გარემოს დაცვის სამინისტრო – 17.5 მლნ ლარი (2011 წ – 14.4 მლნ ლარი);

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო – 34.8 მლნ ლარი (2011 წ – 44.1 მლნ ლარი).

საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებზე მომავალი წლისთვის 2012 წელს 513.4 მლნ ლარი დაიხარჯება.

მასალების გადაბეჭდვის წესი