ახალი ამბები

პრემიერი: „ვფიქრობ, ძალიან კარგი ბიუჯეტი გამოვიდა“

27 ნოემბერი, 2023 • 755
პრემიერი: „ვფიქრობ, ძალიან კარგი ბიუჯეტი გამოვიდა“

მთავრობის სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის (მესამე წარდგენა) პროექტი განიხილეს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, წინა ვერსიისგან განსხვავებით, საბოლოო ვარიანტში ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 165 მილიონი ლარით იზრდება.

აქედან 130 მილიონი ლარი, ღარიბაშვილის თქმით, რეგიონებში პროექტების განხორციელებას მოხმარდება, 15 მილიონი კი — გურიაში სტიქიით დაზარალებულებს.

„არცერთი ოჯახი არ დარჩება დახმარების გარეშე. დამატებით 15 მილიონს სტიქიით დაზარალებულებისთვის გამოვყოფთ 2024 წელს“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ბიუჯეტი დაგეგმილია კონსერვატიულად, 5%-იანი ზრდის გათვალისწინებით. ბიუჯეტის დეფიციტი გათვალისწინებულია 2,5% ლარით, მთავრობის ვალი მშპ-ის 38% იქნება. 2024 წლის საერთო, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იქნება 28 მილიარდ 760 მილიონი ლარი.

„ვფიქრობ, ძალიან კარგი ბიუჯეტი გამოვიდა“, — თქვა პრემიერ-მინისტრმა.

ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტში გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი