აფიშა

ცხოვრება ან მწერლობა – გამოფენა ლიტერატურის მუზეუმში “ტერორის მოწმეებზე”

13 იანვარი, 2016 • 2619
ცხოვრება ან მწერლობა – გამოფენა ლიტერატურის მუზეუმში “ტერორის მოწმეებზე”

15 იანვარს, 18:00 საათზე, საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში ბერლინის ლიტერატურული სახლი გამოფენას გამართავს. ორგანიზატორთა განცხადებით, ეს იქნება მსოფლიოში პირველი დიდი გამოფენა ვარლამ შალამოვის (1907-1982) შესახებ:

“ვარლამ შალამოვმა თითქმის 20 წელი გაატარა ციხეებსა და გულაგში. თავის ავტობიოგრაფიულ ნაწერებში, ლექსებსა და ლაკონურ „კოლიმურ მოთხრობებში“ მან აღწერა ტანჯვა-წამება გულაგში, მუშაობით ადამიანის განადგურების სისტემა, ტუსაღების არსებობის გამოუვალობა, შიშისა და შიმშილის გამო ადამიანის გაპირუტყვება.

ისე როგორც, პრიმო ლევი, ხორხე სემპრუმი და იმრე კერტეში, რომლებმაც მოგვითხრეს ბუხენვალდისა და აუშვიცის (ოსვენციმი) საკონცენტრაციო ბანაკების შესახებ, ვარლამ შალამოვიც მიეკუთვნება ტერორის მოწმეებს.”

დოკუმენტები ფოტოებითა და ნახატებით 35 დიდ პლაკატზეა განთავსებული და ქართულად კომენტირებული. დოკუმენტებზე საუბარია როგორც შალამოვის ცხოვრებასა და საქმიანობაზე, ასევე ნახსენებია სხვა მწერლებიც, ისეთები, როგორებიც არიან ბორის პასტერნაკი, ოსიპ მანდელშტამი, ალექსანდრე სოლჟენიცინი.

გამოფენაზე უჩვენებენ დოკუმენტურ ფილმს შალამოვზე „ჩემი რამდენიმე სიცოცხლე“, ასევე შესაძლებელი იქნება შალამოვის ხმის იშვიათი ჩანაწერების მოსმენა.

პროექტი შედგა რუსეთის რეგიონალურ მუზეუმებთან და ლიტერატურულ ინსტიტუტებთან, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციასთან „მემორიალი“ და რუსეთის სახელმწიფო ლიტერატურის არქივთან თანამშრომლობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი