გართობაკინოხელოვნება

რას ვუყუროთ კინოში: 30 იანვარი – 4 თებერვალი

30 იანვარი, 2024 • 1752
რას ვუყუროთ კინოში:  30 იანვარი – 4 თებერვალი

„ოსკარების” დაჯილდოების წინა კვირებში საქართველოს კინოთეატრებიც იძენენ ხოლმე სიცოცხლეს –  წლის მანძილზე ეს ის პერიოდია, როცა მრავალფეროვანი არჩევანის საშუალება ეძლევა ხოლმე მაყურებელს.  „ოსკარებზე” ნომინირებულ ფილმებთან ერთად, ქართული ფილმებიც შეემატა წლევანდელი წლის პირველი თვის აფიშას:

„ნეტგაზეთი” გირჩევთ 5 ფილმს, რომლის ნახვასაც საქართველოს კინოთეატრებში ამ კვირაში შეძლებთ:

იორგოს ლანთიმოსის ახალი ფილმი ვენეციის კინოფესტივალსა (საუკეთესო ფილმი) და ოქროს გლობუსზე მოპოვებული ჯილდოების შემდეგ საქართველოს კინოეკრანებზე გამოჩნდა და მალევე წარადგინეს ამერიკის კინოდაჯილდოების 11 ნომინაციაზე.

ამჯერად, იორგოს ლანთიმოსი მოგვითხრობს ამბავს ბელა ბაქსტერის ევოლუციის შესახებ -მას სიცოცხლეს ხელახლა შთაბერავს ექიმი გოდვინ ბაქსტერი. როგორ განვითარდება ბელას გზა, ამას ლანთიმოსის სურათიდან გაიგებთ, რომელიც შთამბეჭდავი გამოსახულების გარდა, მსახიობების განსაკუთრებული შემადგენლობითაც არის გამორჩეული: ემა სტოუნის, ვილიამ დეფოსა და მარკ რუფალოს ნახვას საქართველოს კინოთეატრებში შეძლებთ.

ფილმი კინოთეატრებში გადის მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

მართალია, სოფია კოპოლას ბიოგრაფიული ფილმი პრისცილა პრესლის შესახებ ოსკარების ნომინაციის გარეშე დარჩა, თუმცა ქალის მთავარი როლის შესრულებისთვის კაილი სპენიმ მოიგო ვოლპის თასი ვენეციის მე-80 კინოფესტივალზე.

შარშან გამოსული ბაზ ლურმანის „ელვისის” შემდეგ, ორმაგად საინტერესოა სოფია კოპოლას ფილმი და მის მიერ დანახული პრისცილა და ელვის პრესლების თანაცხოვრების ამბავი, რომელიც ეფუძნება პრისცილა პრესლის მემუარულ წიგნს „ელვისი და მე”.

  • ლოტო – ზაზა ხალვაში. 1-4 თებერვალი

ზაზა ხალვაშის „ლოტო”, თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე გამარჯვების შემდეგ, თბილისის კინოეკრანებს უბრუნდება მხოლოდ 4 დღით.

„ლოტო” ზაზა ხალვაშის ბოლო ფილმია, რომლის დასრულებაც რეჟისორმა სიცოცხლეში ვერ შეძლო. ფილმი დაასრულეს შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა. რეჟისორის ბოლო ნამუშევარი შავ-თეთრი ფილმია ფერად ამბებზე; გაცოცხლებული პირადი მოგონებები  ზღვისპირა ქალაქის შესახებ; ამბავი ზღვისპირა ქალაქის ეზოში მცხოვრებ მეზობლებზე, რომელთა ოცნებები, საიდუმლოებები და ყოველდღიურობა ფრაგმენტებად ენაცვლება და ერწყმის ერთმანეთს.

  • პეპლების იძულებითი მიგრაცია – ნანა ჯორჯაძე

ნანა ჯორჯაძის ბოლო ფილმის პრემიერა შედგა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ამბავი დაკარგულ ადამიანებზე, რომელთა გარშემო მოვლენები წლების მანძილზე მკვეთრად იცვლება, იცვლება მათი ცხოვრებაც, თუმცა არ იცვლება მთავარი პერსონაჟის ხედვები. პერსონაჟთა ბოჰემურ ცხოვრებას დაჰყვება საქართველოს უახლესი ისტორიის კადრები დემონსტრაციებიდან. როგორ განვითარდება პერსონაჟების ბედი, როგორ აღმოჩნდებიან ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ გარემოში და რა მნიშვნელობის მატარებელია ფილმის სათაური, ამას ნანა ჯორჯაძის ახალი ფილმიდან გაიგებთ.

  • ვონკა – პოლ კინგი

„ვონკა” ფერად და ჯადოსნურ სამყაროში გამოგზაურებთ. იმოგზაურებთ „ჩარლისა და შოკოლადის” ქარხნის კარგად ნაცნობ მთავარ პერსონაჟის წარსულში და მასთან ერთად გაივლით თავგადასავლებით და დაბრკოლებებით სავსე გზას.

ოთხშაბათობით ფილმის ბილეთების შეძენა შეგიძლია ფასდაკლებით კინოთეატრების სალაროებსა და საიტზე: kinoafisha.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი