ახალი ამბები

სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია – კონსილიუმის ექიმი

21 ნოემბერი, 2021 • 1744
სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია – კონსილიუმის ექიმი

მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მიზნით შექმნილი სახელმწიფო კონსილიუმის წევრები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.

სააკაშვილმა ორი დღის წინ შიმშილობა შეწყვიტა. შესაბამისად ექიმები ამბობენ, რომ ის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს. მათივე ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის ყოველ ულუფას ექიმები მკაცრად აკონტროლებენ.

„როცა ადამიანი წყვეტს შიმშილს, პირველი სამი დღე ითვლება კრიტიკულად. შემდეგ ორი დღე საყურადღებოა. შემდეგ დღეებზე მერე ვილაპარაკოთ.. ამიტომ დღეს ჩვენ გვაქვს მეორე დღე, მოგეხსენებათ მთელი დღე აქ ვიყავით, ამიტომ მინდა გითხრათ, რომ გავიარეთ მშვიდად. მისი მდგომარეობა სტაბილურია და ხვალ დილიდან ისევ ვიქნებით აქ,“ – ამბობს ექიმი ელენე გიორგაძე ჟურნალისტებთან.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვებას სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.

ექიმების ცნობით, სააკაშვილმა კვება სპეციალური პროტოკოლით განაახლა

მასალების გადაბეჭდვის წესი