სამხრეთ კავკასიის ამბები

H1N1 ვირუსით სომხეთში 4 ადამიანი დაიღუპა

9 იანვარი, 2016 • 2271
H1N1 ვირუსით სომხეთში 4 ადამიანი დაიღუპა

“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, სომხეთში H1N1 ვირუსით 4 ადამიანი დაიღუპა. ინფექციური დაავადებების სომხეთის მთავარი სპეციალისტის არა იასოიანის განცხადებით, გარდაცვალება გრიპის გართულებამ და ექიმთან დაგვიანებულმა მიმართვამ გამოიწვია.

მისივე თქმით, ამჟამად საავადმყოფოში “ღორის გრიპის” მძიმე ფორმებით დაავადებული 8 ადამიანი გადის მკურნალობის კურსს, მათ შორისაა ორსული ქალიც. რვავე პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

6 იანვრის მონაცემებით, H1N1 ვირუსის მატარებელთა რაოდენობა სომხეთში 27 იყო, თუმცა 8 იანვარს ღორის გრიპით დაავადებულთა რაოდენობა 89 გახდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაზრდილია გრიპით და პნევმონიით დაავადებულთა რაოდენობაც. 8 იანვრის მონაცემებით, სომხეთის საავადმყოფოებში 568 ადამიანი მკურნალობს გრიპისა და მწვავე რესპირატორული დაავადებების დიაგნოზით, საიდანაც 461 ბავშვი ან მოზარდია, ხოლო 150 ადამიანს პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს.

გრიპის მატარებელთა რაოდენობის ზრდის გამო სომხეთის სკოლებში ზამთრის არდადეგები 18 იანვრამდე გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი