სამხრეთ კავკასიის ამბები

როგორ წაშალეს ომის კვალი ცხინვალში

24 ოქტომბერი, 2016 • 3317
როგორ წაშალეს ომის კვალი ცხინვალში

24 წლის ცხინვალელმა მხატვარმა 2008 წლის აგვისტოს ომისდროინდელი ნატყვიარები ცხინვალის შენობებზე საღებავებით ამოავსო.

კოსტა ჯიოითი ფეისბუკით გავიცანი. თვალს ვადევნებდი გრძელთმიან ბიჭს, ცხინვალისთვის უჩვეულო იერით, და კითხვა მიჩნდებოდა, ასეთი არაორდინალური ადამიანი ცხინვალის რეალობაში როგორ ცხოვრობს.

კოსტა ჯიოთი ცხინვალში დაიბადა. ბავშვობა ახალგორის რაიონში გაატარა – იქ მისი ბებია ცხოვრობდა. კოსტა დღესაც კარგად საუბრობს ქართულად. რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ სამარაში ხელოვნების აკადემია ქორეოგრაფიის მიმართულებით დაამთავრა და ახლაც ამავე აკადემიაში ასპირანტურაში სწავლობს. პარალელურად, ცხინვალში აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით ცხოვრობს – აწყობს და თავად მონაწილეობს სხვადასხვა სოციალურ აქციაში. ამავდროულად, კოსტა სახელმწიფო ანსამბლ „სიმდის“ წევრიცაა.

ამბობს, რომ უზომოდაა შეყვარებული ცხინვალზე და საკუთარ მომავალსაც მხოლოდ აქ ხედავს. ამიტომაც მშობლიურ ქალაქის იერსახეში ცვლილებების შეტანა უნდა.  

2016 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში კოსტა ჯიოითიმ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ცხინვალში  Street Art ფესტივალის ჩატარებას გეგმავდა, რაც უჩვეულო განცხადება იყო ქალაქში, სადაც რევოლუციურად ჟღერს ყველაფერი მსგავსი. თუმცა ღონისძიების ჩატარება მაინც შეძლო.

„ქალაქი ნაცრისფერია. ნატყვიარებისთვის სხვა დანიშნულების მოძებნა მინდოდა“- მითხრა და მიმითითა შენობის კედელზე, სადაც ნატყვიარები საღებავების საშუალებით მუსიკალურ ნოტებად და ვარსკვლავებად გადაეკეთებინა.

ეს 4-სართულიანი შენობაა. შენობის ზედა ნაწილში მხატვრებმა პლანეტები, ნატყვიარებში კი ვარსკვლავები დახატეს. ახლა უკვე აღარ ჩანს ამ შენობაზე ომის კვალი.

ცხინვალი, 2016; ფოტო: თამარ მეარაყიშვილი/ნეტგაზეთი

ცხინვალი, 2016; ფოტო: თამარ მეარაყიშვილი/ნეტგაზეთი

14513807_691715147647599_2115764278_o

ეს კი, ქალაქის მე-2 სამუსიკო სასწავლებლის შენობაა. თემაც შესაბამისია – ნოტები ნატყვიარის ადგილას.

14513722_691715210980926_1401287574_o

14488956_691715240980923_2130075618_o

 

უჩვეული და გასაკვირი იყო ისიც, რომ მოსახატად არ გამოუყენებია დროშის ან ეროვნული ელემენტების ფერები. მხატვარი ამბობს, რომ მსგავსი ელემენტები ქალაქში საკმარისად ბევრია, ყველგან იგრძნობა და მისი გამოყენება მიზანშეწონილად აღარ მიიჩნიეს. ის ამბობს, რომ აბსოლუტური თავისუფლება ჰქონდათ და მხოლოდ მათი არჩევანი იყო, როგორ მოეხატათ ქალაქის შენობის კედლები, მათ შორის, ნატყვიარი.

ცხინვალის მოსახატად კოსტასთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს არტჯგუფმა „zuclub“-მა მოსკოვიდან და არტსივრცე“პორტალმა“  ვლადიკავკაზიდან. როგორც კოსტა ჯიოთი ამბობს, ისინი მისი მეგობრები არიან და მის შეთავაზებას მაშინვე დათანხმდენენ. Street art ღონისძიება ცხინვალის მერიის ფინანასური მხარდაჭერით გამართეს. ესეც თავის მხრივ სითამამე იყო მერის მხრიდან.

მომავალ არტ ფესტივალის ჩატარებას გაზაფხულზე გეგმავს და ამბობს, რომ ის უფრო მასშტაბური იქნება. სურვილი აქვს, ხატვა რაიონებშიც დაიწყონ.

“სიახლე შევიტანე ქალაქის ცხოვრებაში და მოსახლეობისგან დიდი სიხარული დავინახე. რა თქმა უნდა, ველოდი, რომ ყველა დადებითად არ მიიღებდა”, – ამბობს კოსტა.

სოციალურ ქსელში street art-ს ცხინვალელი მომხმარებლების მხრიდან არაერთგვაროვანი მოსაზრებები მოჰყვა.

ცხინვალი, 2016; ფოტო: თამარ მეარაყიშვილი/ნეტგაზეთი

ცხინვალი, 2016; ფოტო: თამარ მეარაყიშვილი/ნეტგაზეთი

 

ცხინვალი, 2016; ფოტო: თამარ მეარაყიშვილი/ნეტგაზეთი

ცხინვალი, 2016; ფოტო: თამარ მეარაყიშვილი/ნეტგაზეთი

 

კოსტა ჯიოთი

კოსტა ჯიოთი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი